მართალია, კაკტუსელები თავიდანვე გალიდერდნენ და უპირატესობას ინარჩუნებდნენ, მაგრამ "ბათუმი" არ რჩბოდა და პერიოდულად ანგარიშსაც ათანაბრებდა. მესამე პერიოდის ბოლოს ზღვისპირული გუნდი სირენის თანხლებით ჩაგდებული სამქულიანით სპენსერ კოლინსმა ბათუმელები 51:50 დააწინაურა. დასვნით მეოთხედში თანაბარი თამაში გაგრძელდა და სავადაუდო იყო, რომ გამარჯვებული ბოლო წამებამდე არ გამოვლინდებოდა. კაკტუსელებმა ბოლო 3 წუთი მეტოქეზე
"კაკტუსში" 18 ქულით და 12 მოხსნით საუკეთესო იყო ჯონ მიჩელი. 15 ქულა მოაგროვა დეანდრე პარკსმა, ხოლო 10 ქულა და 10 მოხსნა ტერიკ ბრიჯმენის ანგარიშზე დაგროვდა. "ბათუმში" 20 ქულით და 19 მოხსნით საუკეთესო იყო სტეფან ანდრეიევიჩი, ერიკ ჩილდრესმა კი შეხვედრა 13 ქულითა და 7-7 მოხსნა-პასით დაასრულა.
არჩილ ჟღენტი, კაკტუსის მთავარი მწვრთნელი:
"ბოლო მატჩებისგან განსხვავებით ჩვენმა გუნდმა დაცვაში კარგად ითამაშა. შეტევაში გვქონდა ბევრი შეცდომები, მაგრამ კარგია, რომ ყველაფერი მოგებით დასრულდა და სატურნირო მდგომარეობის გაუმჯობესების საშუალებაც მოგვეცა".
ვლადიმერ ბოსნიაკი, ბათუმის მთავარი მწვრთნელი:
"კომენტარის გაკეთება მიჭირს. ძალიან ცუდად ვითამაშეთ სწორედ მაშინ, როცა მატჩის ბედი წყდებოდა. დასანანი მარცხი განვიცადეთ, თუმცა წინ კიდევ საკმაოდ მატჩებია და ვეცდებით ვითარების გამოსწორებას".
კაკტუსი-ბათუმი 61:70
22:16, 13:15, 15:20, 20:10
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით