აღსანიშნავია, რომ გია კაზანჯიანის გაწევრთნილმა “სოხუმმა” იბრძოლა, მაგრამ წარმატების მისაღწევად ძალები არ ეყო. პირველი პერიოდი მეტ-ნაკლებად თანაბარ ბრძოლაში გაილია და დინამოელთა 4-ქულიანი ლიდერობით – 26:22 დასრულდა. მეორეში კი მოქმედმა ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა “დინამომ” უპირატესობა 10 ქულამდე გაზარდა და დიდი შესვენებისთვის 51:41 გალიდერდა.
მეორე ნახევრიდან თამაში ინერციით გაგრძელდა. “სოხუმმა” ერთ ეპიზოდში 6 ქულამდე
სუპერლიგის მორიგი ტურის მატჩები 9, 10 და 11 მარტს, საქართველოს 4 ქალაქში – რუსთავში, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება.
მატჩისშემდგომი კომენტარები:
ირაკლი ხოშტარია – „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი:
„შედეგი მისაღებია, ჩვენ ძალიან გვჭირდება გამარჯვება, იმ წარუმატებელი პერიოდის შემდეგ, რომელიც გამოვიარეთ. დანაკლისის მიუხედავად, ვეცდებით, მომავალ თამაშებში ეტაპობრივად გამოვასწოროთ ხარვეზები და თამაშის ხარისხი.“
გია კაზანჯიანი – „სოხუმის“ მთავარი მწვრთნელი:
„ტრავმის გამო კიდევ ერთი ლეგიონერი – კვან უოლერი დავკარგეთ, ყველანაირად ვცდილობთ გამოვიყენოთ ის შესაძლებლობები რაც დაგვრჩა. დღეს ახალგაზრდებსაც მივეცით შანსი და მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო შედეგით არ ვარ კმაყოფილი, თამაშის ხარისხს არაუშავდა. ჩვენზე ბევრად ძლიერ გუნდს ვეთამაშეთ და მან ღირსეულად მოიგო, ვულოცავ „დინამოს".
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით