ამავე დროს, ამ შეხვედრაში დაფიქსირდა სეზონის ყველაზე დიდი სხვაობა, რამაც "კაკტუსი"-"სოხუმს" ყველაზე უინტერესო მატჩის სტატუსი მიანიჭა.
არჩილ ჟღენტის გაწვრთნილმა "კაკტუსმა" გია კაზანჯიანის "სოხუმს" 61 ქულის სხვაობით - 134:73 მოუგო. მიმდინარე ჩემპიონატში არც ერთ გუნდს ჩაუგდია ამდენი ქულა და არც ამხელა სხვაობა დაფიქსირებულა.
პირველი პერიოდის შემდეგ
ამის მიზეზი სოხუმელთა უკიდურესად დასუსტებაა. გუნდი ისედაც აუტსაიდერია, მიმდინარე სეზონში 1 გამარჯვება აქვს და სუპერლიგიდან გავარდნას ვერ გადაურჩება. ასეთ ვითარებაში, სოხუმელებს ლეგიონერებიც გამოაკლდათ - ზოგი ტრავმის, ზოგიც გუნდიდან გაშვების გამო.
შესაბამისად, სოხუმელები დარჩნენ ძირითადად ახალგაზრდა კალათბურთელების იმედად, რომლებმაც წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს საკმაოდ ძლიერ და ოთხეულში გასასვლელად მებრძოლ "კაკტუსს".
გამარჯვებულთაგან 27 ქულით ბომბარდირი გახდა დავით ლომიძე, ხოლო საუკეთესო შედეგი ამერიკელმა ტერიკ ბრიჯმენმა დააფიქსირა - 23 ქულა, 15 მოხსნა, 10 პასი.
16 ქულა მოაგროვა ლევან გოგალაძემ, ხოლო 14 - ჯონ მიჩელმა. სამმაგ დუბლს მიუახლოვდა კრისტიან ჯონსონიც, რომელმაც 12 ქულა, 10 პასი და 8 მოხსნა მიითვალა. "სოხუმში" 26 ქულით საუკეთესო იყო ოთარ ბულიავა. 18 ქულა სერგო ათუაშვილის აგნარიშზე დაგროვდა.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით