მატჩის უმეტეს დროს რუსთაველები იგებდნენ, რომელთა რიგებშიც დებიუტი ჰქონდა ჰოლანდიელ ცენტრ ქრეიგ ოსაიქიუოუენსს. ტანმაღალმა მოთამაშემ რუსთაველებს ფარქვეშ პოზიცია გაუმყარა, თუმცა ამ შეხვედრაშიც ქვემოქართლელთა მთავარი დამრტყმელი ძალა უკანა ხაზი იყო. სანამ რეზო ჩაჩანიძე, ბრაიან
პირველი პერიოდი ქვემოქართლელებმა 14:18 წააგეს, თუმცა მეორეში გაილაღეს და ათწუთეულის 34:21 მოგებით დიდ შესვენებაზე ათქულიანი ლიდერობით გავიდნენ. კაკტუსელებმა ჩამორჩენის გაბათილება იწყეს, რაშიც შეუდარებელი იყო დეანდრე პარკსი. ამერიკელი უკანახაზელი სწრაფი გარღვევებით ქულას ქულაზე იხვეჭდა, მას ბოლო პერიოდში ხელი დავით ლომიძემ და გიორგი ტურძილაძემ შეაშველეს. პირველი სამქულიანებით, ხოლო ტურძილაძე შედეგიანი ფარქვეშა სროლებით დიდად დაეხმარნენ თავის გუნდს ბოლო წუთზე გალიდერებულიყო – 89:88. ტაქტიკური ჯარიმებით რუსთაველებმა მოახერხეს, რომ 2 ქულით (88:90) ჩამორჩენილებმა ბოლო შეტევა მოიპოვეს, თუმცა ბურთი უხეიროდ გამოიტანეს და ის 3 წამი გაფლანგეს, რომელიც მატჩის გადასარჩენად ჰქონდათ.
“კაკტუსში” 33 ქულით საუკეთესო იყო დეანდრე პარკსი. 15 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა გიორგი ტურძილაძემ, ხოლო დავით ლომიძემ შეხვედრა 14 ქულით დაასრულა. “რუსთავში” 23 ქულით საუკეთესო იყო ლევან ცეკვავა. 16 ქულა ბრაიან ბერნარდიმ მოიპოვა, ხოლო ტაირელ ნელსონის ანგარიშზე 14 ქულა დაგროვდა.
მატჩისშემდგომი კომენტარები:
არჩილ ჟღენტი – „კაკტუსის“ მთავარი მწვრთნელი:
„გვაკლდა ორი წამყვანი მოთამაშე, ერთი დღეს დაგვიბრუნდა, მაგრამ ჯერ არ არის სათანადო ფორმაში. ამის მიუხედავად, ზედიზედ მეხუთე თამაში მოვიგეთ. წინ თასის ფინალი და პლეი-ოფი გვაქვს, ამიტომ გუნდის სულისკვეთებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს გამარჯვება. მადლობა ჩემს მოთამაშეებს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს მოსაგებად.“
რამაზ გოგობერიშვილი – „რუსთავის“ მთავარი მწვრთნელი:
„უამრავი შეცდომა იყო, როგორც დაცვაში, ისე თავდასხმაში. გუნდი ბოლო წუთებზე უპასუხისმგებლოდ მოეკიდა თამაშს და ამ ყველაფერმა განაპირობა ეს შედეგი.“
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით