"დინამომ" "ოლიმპს" სერიის მეორე მატჩიც მოუგო და ნახევარფინალში გავიდა

AutoSharing Option
ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა "დინამო თბილისმა" სუპერლიგის მეოთხედფინალური სერიის მეორე მატჩი 70:60 მოუგო "ოლიმპს" და ნახევარფინალში გავიდა.

"ოლიმპისთვის" კი სეზონი დასრულდა. მართალია, ლეონიდ ივატინის გაწვრთნილმა გუნდმა დინამოელებს წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა გადამწყვეტ მომენტში თამაში არ წაუვიდა და მეოთხედფინალური სერია 0:2 დათმო.

სერიის პირველი მატჩისგან განსხვავებით, დღევანდელი შეხვედრა უფრო საინტერესო იყო. "ოლიმპმა" პირველი პერიოდი 15:11 მოიგო, ხოლო მეორეში 19:16 იმარჯვა და დიდ შესვენებამდე 7 ქულით დაწინაურდა. ოლიმპელთა წარმატების საფუძველი აგრესიული დაცვა და ზუსტი სწრაფი შეტევები გახლდათ. "დინამოს" სამწვრთნელო შტაბმა დიდ შესვენებაზე სწორი დასკვნები
გამოიტანა და მოედანზე დაბრუნებული მოქმედი ჩემპიონები სულ სხვაგვარად ათამაშდნენ.

ხოშტარიას გუნდი მოედნის ყველა რგოლში მოწოდების სიმაღლეზე იყო. დინამოელები პერიმეტრიდან ზუსტად ისროდნენ, რაშიც ნოდარ გოგოძე გამოირჩა. ასევე, სამწამიან ზონაშიც მეტოქეს იოლად ჯაბნიდნენ, რაც შედეგზე აისახა. 7-ქულიანი ჩამორჩენა ხომ 2 წუთში გააბათილეს და მესამე პერიოდის დარჩენილ დროში "დინამომ" 4-ქულიან ლიდერობას მიაღწია - 51:47.

გადამწყვეტ მეოთხედში ხოშტარიას გუნდს უპირატესობის შენარჩუნება არ გასჭირვებია. შეხვედრის დასრულებამდე 2 წუთით ადრე სხვაობამ 10 ქულას გადააჭარბა და მატჩის, შესაბამისად, სერიის ბედიც საბოლოოდ გადაწყდა.

"დინამოში" 18 ქულით საუკეთესო იყო ნოდარ გოგოძე. 15 ქულა და 8 მოხსნა ილია ლონდარიძემ მიითვალა, ლაველ ბოიდის ანგარიშზე კი 12 ქულა დაგროვდა. "ოლიმპში" 18 ქულით მარკ ოგდენი გამოირჩა. 11 ქულა რეზო როგავას ანგარიშზეა, ხოლო მორის ჰილმა ორმაგ დუბლს უწია – 10 ქულა, 10 მოხსნა.

"დინამო" ნახევარფინალშია და ელოდება მოწინააღმდეგეს, რომელიც "კაკტუსისა" და "მგზავრების" მეოთხედფინალურ სერიაში უნდა გამოვლინდეს. "მგზავრები" ამ ეტაპისთვის 1:0 იგებენ, ხოლო მომდევნო მატჩი 8 მაისს, ოლიმპიურ სასახლეში, 16:00 საათზე გაიმართება.

ირაკლი ხოშტარია - "დინამოს" მთავარი მწვრთნელი:
"კარგია, რომ არასტაბილური რეგულარული ჩემპიონატის შემდეგ ჩვენ მოვახერხეთ, გვეთამაშა მეტ-ნაკლებად სტაბილურად. შედეგი დამაკმაყოფილებელია, თუმცა ახლა უკვე ვფიქრობთ მომავალ ეტაპზე, ნახევარფინალზე და ძალიან მნიშვნელოვანია, გაიგოს თითოეულმა მოთამაშემ, რომ ჯერ გადაწყვეტილი არაფერი არ არის. ჯერ მხოლოდ დავიწყეთ და იმედია, ასე გავაგრძელებთ და გვაქვს დრო, რომ აღვიდგინოთ ძალები და დაველოდოთ მოწინააღმდეგეს".

დავით როგავა - "ოლიმპის" მწვრთნელი:
"სამწუხაროა, რომ სეზონი ასე მალე დასრულდა ჩვენთვის. ეს სეზონი გამორჩეული იყო "ოლიმპისთვის", რადგან მართლა განსაკუთრებული ჯგუფი იყო შექმნილი როგორც მოთამაშეების, ისე - მწვრთნელების და ვთვლი, რომ რაღაც მომენტში შეცდომა დავუშვით სამწვრთნელო შტაბმა. მაგრამ ეს სპორტია, ყველაფერი გრძელდება და ჩვენს ორგანიზაციას მომავალი სეზონისთვის უკვე სხვა მიზნები ექნება".

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0