მგზავრებმა დინამოს მოუგო და სერიაში ჩამორჩენა შეამცირა

AutoSharing Option
“დინამოსა” და “მგზავრების” ნახევარფინალური სერია გრძელდება. ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა მოქმედი ჩემპიონი დინამოელები დღეს, ოლიმპიურ სასახლეში გამართულ ნახევარფინალურ მატჩში 71:60 დაამარცხა და სერიაში ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა – 1:2.

ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა დინამოელებმა ნახევარფინალური სერიის საწყისი 2 შეხვედრა დამაჯერებლად – 85:74 და 84:75 მოიგეს, საერთო ანგარიშით 2:0 დაწინაურდნენ და დღეს ფინალში გასვლასაც გეგმავდნენ. მოქმედმა ჩემპიონებმა დამაჯერებლად ითამაშეს პირველ ნახევარში და ერთი შეხედვით, გამარჯვებამდე გეგმაზომიერად მიდიოდნენ, თუმცა მეორე ნახევარი “მგზავრების” აღმოჩნდა.

გუნდური გარჯისა და გააზრებული შეტევების ხარჯზე ბერიშვილის გუნდმ მესამე პერიოდის მეორე
ნაწილში მატჩზე კონტროლი დაამყარა. 37:41 ჩამორჩენა “მგზავრებმა” 51:47 ლიდერობად აქციეს და ბოლო შესვენებაზე 4-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ.

ტეილორ სტეფორდის, დავით ბარბაქაძის, ადრიან ბოუისა და ჯახა ჯინჭარაძის მექულეობით “მგზავრებმა” დასკვნითი მეოთხედი ისე ითამაშა, “დინამო” ახლოს არ გაიკარა. დაძაბული ფინალის მოლოდინში მყოფ მაყურებლებს არ გაუმართლათ ბერიშვილის გუნდმა 10-ქულიანი ლიდერობა მოიპოვა და თამაშის ბოლომდე დამაჯერებლად შეინარჩუნა.

“მგზავრების” 5 მოთამაშე 10-ქულიან ზღვარს ასცდა, რაც იმის გათვალისწინებით, რომ გუნდმა მთლიანობაში 71 ქუყლა მიითვალა, გამორჩეული შედეგია და გუნდურ თამაშზე მიუთითებს. 15 ქულით, 10 მოხსნით და 5 პასით გამოირჩა ადრიან ბოუი. 14 ქულით და 16 მოხსნით გამარჯვებაში სოლიდური წილი დაიდო ბერნარდ ნკალიმ, ხოლო დავით ბარბაქაძის ანგარიშზე 13 ქულა დაგროვდა. “დინამოში” 14 ქულით გამოირჩა კაელ ტურპინი, ხოლო ილია ლონდარიძემ 10 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა.

ბუბა ბერიშვილი („მგზავრების“ მთავარი მწვრთნელი): ფინალური სერია მარცხით დავიწყეთ და დღეს თამაშზე მხოლოდ გამარჯვებისთვის გამოვედით. ჩვენ გავაანალიზეთ წინა ორ შეხვედრაში დაშვებული შეცდომები და დღევანდელ მატჩისთვის მაქსიმალურად მობილიზებულნი ვიყავით. სერია გრძელდება და ჩვენი მიზანი, რა თქმა უნდა, ფინალში თამაშია.

ნოდარ გოგოძე („დინამოს“კალათბურთელი):
სამწუხაროდ, ისე ვერ წავიყვანეთ თამაში როგორც მოგებას სჭირდებოდა. ჩვენი მეტოქე ბევრად მონდომებული და მოტივირებული გამოვიდა მოედანზე და ეს შედეგზეც აისახა. იმედი მაქვს, გამოვასწორებთ ჩვენს შეცდომებს და ფინალში ვიასპარეზებთ.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0