სუპერლიგა: "ტიტებმა" "ბათუმს" სძლია

AutoSharing Option
ქუთაისში დაწყებული სუპერლიგის მე-4 ტური 8 დეკემბერს დღეს თბილისში გრძელდება.

ოლიმპიურ სასახლეში დაგეგმილი 4 მატჩიდან პირველი უკვე დასრულდა. "შსს აკადემია-ტიტებმა" "ბათუმს" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში - 89:82 დაამარცხა.

ბათუმელებს 2 მოგების წილ 1 მარცხი ჰქონდათ, "ტიტებს" კი - პირიქით. მატჩი სტუმართა უპირატესობით დაიწყო და ზღვისპირელებმა ერთხანს 13-ქულიან უპირატესობასაც მიაღწიეს, თუმცა მასპინძლებმა თამაში მალევე დაალაგეს და ძირითადად სწრაფი შეტევებით ჩაგდებული ბურთებით პირველი პერიოდის ბოლოს ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირეს.

მესამე მეოთხედი გარდამტეხი გამოდგა, რომელიც "ტიტებმა" 10 ქულით - 26:16 მოიგეს, 7 ქულით
გალიდერდნენ და მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება დაიწყეს. ბათუმელები ცდილობდნენ წამოწევას და მეტოქესთან ყველაზე ახლოს (79:81) მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე მივიდნენ, თუმცა ეს იყო მათი მაქსიმუმი. "შსს აკადემია - ტიტებმა" ლიდერობა მატჩის ბოლომდე შეინარჩუნა და საბოლოოდ სეზონის მეორე გამარჯვება მოიპოვა.

"ტიტებში" შეუჩერებელი იყო ილია ლონდარიძე, რომელმაც სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა და 30 ქულა და 5 პასი მიითვალა. 11-11 ქულა მოაგროვეს ბესო ლეჟავამ და როდერიკ მილსმა. "ბათუმში" 18 ქულით გამოირჩა შონ ჰილი, ხოლო 17-17 ქულა ნოდარ გოგოძემ და სპენსერ კოლინსმა მოაგროვეს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0