აჭარულ კლუბს ბოლო 3 მატჩი წაგებული ჰქონდა, თსუ-ჰიუნდაელებს კი გასული 4 შეხვედრა - მოგებული. ტრადიცია გაგრძელდა: ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა თბილისურმა გუნდმა გია კაზანჯიანის "ბათუმს" 83:70 სძლია.
ზღვისპირელები იოლად არ დანებებულან. "ბათუმმა" მაკმაოდ კარგად ჩაატარა პირველი ნახევარი, რომლის შემდეგაც 39:36 იგებდა. ნოდარ გოგოძისა და ელჯეი ბუსის სამქულიანებით სტუმრებმა მეორე პერიოდი 25:16 მოიგეს და საწყისი მეოთხედის შემდეგ დაგროვილი ჩამორჩენა ლიდერობად აქციეს.
საბოლოოდ მასპინძლებმა 13 ქულით იმარჯვეს და სუპერლიგაში გალიდერდნენ. გამარჯვებულებს 19 ქულით გიორგი კორსანტიამ ულიდერა. ჩარლზ მილიკენის ანგარიშზე 18 ქულა დაგროვდა, ხოლო ნიკა მეტრეველმა თსუ-ჰიუნდაელებს 14 ქულა მიაშველა. "ბათუმში 24 ქულით საუეკთესო იყო ელჯეი ბუსი, ნოდარ გოგოძის ანგარიშზე კი 13 ქულა დაგროვდა.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით