"თსუ-ჰიუნდაიმ" სუპერლიგაში ზედიზედ მე-5 გამარჯვება "ბათუმთან" მოიპოვა

AutoSharing Option
სუპერლიგის მე-5 ტური დღეს 19 ნოემბერს ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო. პირველ მატჩში ერთმანეთს განსხვავებული შედეგების მქონე გუნდები - "თსუ-ჰიუნდაი" და "ბათუმი" შეხვდნენ.

აჭარულ კლუბს ბოლო 3 მატჩი წაგებული ჰქონდა, თსუ-ჰიუნდაელებს კი გასული 4 შეხვედრა - მოგებული. ტრადიცია გაგრძელდა: ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა თბილისურმა გუნდმა გია კაზანჯიანის "ბათუმს" 83:70 სძლია.

ზღვისპირელები იოლად არ დანებებულან. "ბათუმმა" მაკმაოდ კარგად ჩაატარა პირველი ნახევარი, რომლის შემდეგაც 39:36 იგებდა. ნოდარ გოგოძისა და ელჯეი ბუსის სამქულიანებით სტუმრებმა მეორე პერიოდი 25:16 მოიგეს და საწყისი მეოთხედის შემდეგ დაგროვილი ჩამორჩენა ლიდერობად აქციეს.

მესამე ათწუთეულში თსუ-ჰიუნდაელებმა დააცვის ხარჯზე თამაში გამოასწორეს. პერიმეტრი გადაკეტეს, რითაც მეტოქეს შორი სროლების შესრულება შეუზღუდეს, თავად კი სწრაფი შეტევებითა და საჯარიმოში, პოზიციული თამაშით მატჩის სადავეებს დაეპატრონნენ. მესამე მეოთხედი ჰიუნდაელებმა 20:15 მოიგეს, ბოლო პერიოდის წინ ლიდერობა დაიბრუნეს და საქმე გამარჯვებამდე მიიყვანეს.

საბოლოოდ მასპინძლებმა 13 ქულით იმარჯვეს და სუპერლიგაში გალიდერდნენ. გამარჯვებულებს 19 ქულით გიორგი კორსანტიამ ულიდერა. ჩარლზ მილიკენის ანგარიშზე 18 ქულა დაგროვდა, ხოლო ნიკა მეტრეველმა თსუ-ჰიუნდაელებს 14 ქულა მიაშველა. "ბათუმში 24 ქულით საუეკთესო იყო ელჯეი ბუსი, ნოდარ გოგოძის ანგარიშზე კი 13 ქულა დაგროვდა.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0