"რუსთავმა" სუპერლიგაში პირველი გამარჯვება მოიპოვა

AutoSharing Option
მე-6 ტური გამორჩეული გამოდგა ქვემოქართლელებისთვის. მიმდინარე სუპერლიგაში პირველი გამარჯვება იზეიმა "რუსთავმა", რომელმაც 19 დეკემბერს, ოლიმპიურ სასახლეში "მგზავრებს" სძლია.

რამაზ გოგობერიშვილის გაწვრთნილმა რუსთაველებმა დაძაბულ ბრძოლაში - 75:72 დაამარცხეს მიმდინარე გათამაშებაში 3 მოგების მქონე "მგზავრები".

შეხვედრის ბედი მატჩის ბოლო წუთებზე გაირკვა, მანამდე კი თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში "მგზავრები" იგებდა. მატჩი პერიოდების მიხედვით გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. პირველი მეოთხედი მასპინძლებმა მოიგეს, მეორე - რუსთაველებმა, შემდეგ ისევ "მგზავრების" ჯერი დადგა, რომლებმაც მესამე პერიოდში 25:14 იმარჯვეს და ბოლო ათწუთეულის წინ 62:56 დაწინაურდნენ.

ბოლო მეოთხედში რუსთაველებმა მეტი
ბრძოლისუნარიანობა და სიზუსტე გამოავლინეს. გამოსარჩევია ქვემოქართლელთა ახალი ლეგიონერების - დარილ ბრაიანტის, აჰმედ ჰამდისა და კენდარიუს ჰამილტონის შედეგიანი თამაში, რომლებმაც დასკვნით წუთებზე გასამარჯვებლად საკმარისი ქულები მიუთვალეს "რუსთავს". 21 ქულით ქვემოქართლელებს ბრაიანტმა ულიდერა. 16 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა აჰმედ ჰამდიმ, ხოლო კენდარიუს ჰამილტონისა და ისააკ ბენქსის ანგარიშზე 15-15 ქულა დაგროვდა.

მე-6 ტურის მესამე მატჩი დღეს ქუთაისში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა გუნდმა "კაკტუსს" 93:84 მოუგო. მე-6 ტურის კიდევ ერთი შეხვედრა, რომელშიც "დინამო" "ოლიმპს" შეხვდება, ხვალ, 20 დეკემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0