სუპერლიგა: "ოლიმპმა" "მგზავრები" 13 ქულით დაამარცხა

AutoSharing Option
დღეს დაიწყო სუპერლიგის მე-9 , ხოლო მიმდინარე წლის ბოლო ტური. 3 მატჩი თბილისშია დაგეგმილი, ხოლო ხვალ თითო მატჩი ქუთაისსა და რუსთავში გაიმართება. ტურის გახსნითი მატჩი დასრულდა. ერთმანეთს “მგზავრები” და “ოლიმპი” შეხვდნენ, რომელთა შორიაც ცხრილში მინიმალური სხვაობა იყო “მგზავრების” სასარგებლოდ და მატჩის შემდეგ ეს გუნდები ქულებით გათანაბრდნენ.

შესაბამისად, გაიმარჯვა “ოლიმპმა”, რომელმაც სეზონი რიხიანად დაიწყო, თუმცა სუპერლიგის ბოლო 3 მატჩი წაგებული ჰქონდა. ოლიმპელები “მგზავრებთან” მატჩისთვის სათანადოდ მოემზადნენ და თამაში ისე მოიგეს, პრობლემა თითქმის არ შექმნიათ. პირველი პერიოდის შემდეგ “ოლიმპი” 22:15 იგებდა, დიდი
შესვენებისთვის კი ლიდერობიდან 6 ქულა დარჩა.

მესამე ათწუთეულში თანაბარი ბრძოლა გაჩაღდა და პერიოდიც ფრედ – 22:22 დასრულდა. ყველაფერი ბოლო მეოთხედმა გადაწყვიტა, რომელიც დიმიტრი ჯაკობოვის გაწვრთნილმა “ოლიმპმა” 21:14 მოიგო და სუპერლიგაში მე-4 გამარჯვება მოიგოვა. ორივე გუნდს 4-4 მოგებ-წაგება აქვს და ცხრილის შუაში არიან განთავსებულნი.

გამარჯვებულებს ნიკ დარბაიძემ ულიდერა, რომელსაც ეფექტურობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაუგროვდა. მის ანგარიშზე 16 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი დაგროვდა. 16 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა მარკ ოგდენმა, რევაზ როგავამ შეხვედრა 15 ქულითა და 5 პასით დაასრულა. “მგავრებში” 24 ქულით ბომბარდირი გახდა ჯეიკობ არმსტრონგი, ადრიან ბოუის ანგარიშზე კი 22 ქულა, 8 მოხსნა და 7 პასი დაგროვდა.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0