"დინამომ" სუპერლიგაში ზედიზედ მე-8 გამარჯვება "ტიტებთან" იზეიმა

AutoSharing Option
სუპერლიგის დღევანდელი დღის ბოლო მატჩი, რომელშიც ერთმანეთს “შსს აკადემია-ტიტები” და “დინამო თბილისი” დაუპირისპირდნენ, იმდენად დაძაბული ვერ გამოდგა, როგორც მანამდე გამართული შეხვედრები. თუ არ ჩავთვლით პირველ პერიოდს, შეხვედრა ერთი გუნდის კარნახითა და დომინაციით მიმდინარეობდა. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა “დინამომ” სუპერლიგაში ზედიზედ მე-8 მატჩი მოიგო, თან ისე, რომ მეტოქეს შანსი არ დაუტოვა.

მთავარი მწვრთნელის ამპლუაში დებიუტი ჰქონდა ვეტერან კალათბურთელს, ლაშა-გიორგი გამყრელიძეს. “ტიტებს” აკლდა ეროვნული ნაკრების ყოფილი მოთამაშე, ბესო ლეჟავა, ურომლისოდაც გუნდს უკანა ხაზში პრობმემები ექმნება. “ტიტებმა” შეიმატა ამერიკელი ლეგიონერი ლუკ მეიერი, რომელმაც დღევანდელ
შეხვედრაში 8 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა.

პირველ პერიოდში თანაბარი ბრძოლა იყო. 10 წუთის შემდეგ “დინამო” 21:19 იგებდა, თუმცა მეორე მეოთხედიდან ამოქმედდა ირაკლი ხოშტარიას გუნდის როგორც უკანა, ისე წინა ხაზი. გააზრებული კომბინაციებისა და მწყობრი დაცვის ხარჯზე შარშანდელმა ჩემპიონმა მეორე ათწუთეული 19:8 მოიგო და დიდ შესვენებაზე 13-ქულიანი ლიდერობით გავიდა.

მატჩის ბედი მესამე პერიოდში გადაწყდა, რომელიც დინამოელებმა 30:23 მოიგეს და დარჩენილ დროში, თამაშის სცენარიდან გამომდინარე, მიუწვდომელნი გახდნენ.

საბოლოოდ 86:62 და დინამოელებს 25 ქულით ჯორდან სვოპშირმა ულიდერა. 14-14 ქულა მიითვალეს ლევან გრძელიძემ და დემოგოი ბუბალომ. “ტიტებში” 21 ქულით საუკეთესო იყო ილია ლონდარიძე, კაშიმ რენსომის ანგარიშზე 16 ქულა დაგროვდა.

სულერლიგის მე-10 ტურის ბოლო შეხვედრა 15 თებერვალს, ბათუმში, ადგილობრივ გუნდსა და “რუსთავს” შორის გაიმართება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0