ამ მატჩამდე ორივე გუნდს თანაბარი ქულები ჰქონდა. შესაბამისად, შეხვედრის შედეგს ორივესთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა, რომლის ბედიც ბოლო პერიოდში მასპინძელთა სასარგებლოდ გადაწყდა. პირველი პერიოდი ბათუმელებმა 21:18 მოიგეს და მეორეს უმეტესი ნაწილი ლიდერობდნენ. არჩილ ჟღენტის გაწვრთნილმა კაკტუსელებმა პირველი ნახევრის დასკვნით 3-წუთეულში ზუსტი მიზანი გამოავლინეს და დაცვაშიც იყოჩაღეს. შესაბამისად, წინ გავიდნენ და დიდი შესვენებისთვის 2 ქულით გალიდერდნენ - 41:39.
მე-3 პერიოდში გარდატეხა მოხდა. ნიკოლას ნილისა და დელანო
გამარჯვებულთაგან 31 ქულითა და 7 პასით საუკეთესო იყო ნიკოლას ნილი. 28 ქულა მოაგროვა დელანო სპენსერმა, ხოლო 12 - დომინიკ ელიოტმა. "ბათუმში" 26 ქულით კეისი შეპარდი გამოირჩა. 18 ქულა დეიან იეფტიჩმა მოაგროვა, ხოლო ნოდარ გოგოძის ანგარიშზე 14 ქულა დაგროვდა.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით