ბერძენმა სპეციალისტმა, გიორგიოს კეცელიდისმა “რუსთავის” მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი გამარჯვება მოიპოვა. საამისოდ მას 7 მატჩი დასჭირდა – 2 თასის გათამაშებაში და 5-იც სუპერლიგაში. დღევანდელ მატჩში რუსთაველებმა ნამდვილი მებრძოლი სულისკვეთება გამოავლინეს და მთელი თამაშის განმავლობაში მოლიდერეებმა არც მაშინ დაკარგეს კონცენტრაცია, როცა ჯორდან სვოპშირმა ბოლო
შეხვედრის დასკვნით წუთნახევარში “რუსთავს” ყველაფრის ახლიდან დაწყება მოუხდა, რადგან იმ 17-ქულიანი უპირატესობიდან, რომელსაც მე-3 პერიოდში ფლობდა, მხოლოდ ქულა დარჩა. კენდარიუს ჰამილტონმა შედეგიანი გარღვევით 63:60 დააწინაურა “რუსთავი”, თუმცა დემაგოი ბუბალომ დინამოელთა ჩამორჩენა ისევ ქულამდე შეამცირა.
ბოლო წუთიც დაიწყო და რუსთაველებმა შეტევა წარმატებით დააგვირგვინეს. ლევან გოგალაძემ ჰაერივით საჭირო გარღვევა მიითვალა და მასპინძლები 65:62 დააწინაურა. დინამოელთა სნაიპერმა, ჯორდან სვოპშირმა, რომელმაც ბოლო პერიოდში 4-დან 4 სამიანი ჩააგდო, ბოლომდე გმირობა ისურვა და გაუმართლებელი პოზიციიდან სამქულიანი უხეიროდ ესროლა. საპასუხო შეტევაში ისევ ლევან გოგალაძე გამოირჩა, რომელიც დინამოელებმა ჯარიმით გააჩერეს, მაგრამ ამაოდ – ლევანმა ორივე საჯარიმო ჩააგდო და “რუსთავს” გამარჯვება გაუნაღდა – 67:62.
რუსთაველთაგან 24 ქულით და 11 მოხსნით ეგვიპტელმა ლეგიონერი, აჰმედ მოავადმა გამოირჩა. 21 ქულითა ჰქონდა კენდარიუს ჰამილტონს, ლევან გოგალაძის ანგარიშზე კი 10 ქულა, 6 მოხსნა და 5 პასი დაგროვდა. “დინამოში” 15 ქულით და 9 მოხსნით საუკეთესო იყო ხორვატი დემაგოი ბუბალო. ჯორდან სვოპშირმა ზემოთნახსენებ 4 სამქულიანს მხოლოდ 1 საჯარიმო წაამატა და 13 ქულას დასჯერდა.
სუპერლიგის მე-13 ტურის 3 მატჩი 16 მარტს თბილისის ოლიმიურ სასახლეში გაიმართება, ხოლო ბოლო შეხვედრას ბათუმი 17 მარტს უმასპინძლებს, სადაც სათამაშოდ “შსს აკადემია-ტიტები” ჩავა.
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით