ქვემოქართლელთა სამწუხაროდ, ეს მოგება დაგვიანებული აღმოჩნდა. “რუსთავმა” რეგულარულ ჩემპიონატში ბოლო, მე-10 ადგილი დაიკავა და სუპერლიგაში ადგილი დაკარგა. მატჩის შემდეგ გეორგიოს კეცელიდისი და რუსთაველი კალათბურთელები მაყურებლებს დაემშვიდობნენ – გუნდის ისტორიაში ეს გახლდათ ყველაზე უშედეგო
მატჩს რაც შეეხება, ემოციისგან დაცლილი გახლდათ. რუსთაველებმა თავიდანვე მოიპოვეს ლიდერობა და “ოლიმპმა” ვერაფრის შეცვლა ვერ მოახერხა. საბოლოო დიდი სხვაობა ნათლად მიუთითებს მატჩის სცენარზე. ქვემოქართლურ გუნდს ეგვიპტელმა აჰმედ მოავადმა და ამერიკელმა კენდარიუს ჰამილტონმა ულიდერეს. პირველმა 20 ქულა, 14 მოხსნა და 5 პასი მიითვალა, ხოლო მეორემ – 27 ქულა და 11 მოხსნა. “ოლიმპში” 24 ქულით საუკეთესო იყო რეჯი ბეიკერი, 14 ქულა ჩარლზ ბენეტის ანგარიშზეა.
“ოლიმპი” ამ მომენტისთვის მე-5 ადგილზეა, თუმცა ბოლო ტურის 4 მატჩი გასამართია და გააჩნია შედეგებს, ოლიმპელები მე-6 ან მე-7 ადგილზე ჩამოინაცვლებენ. მე-18 ტურის 1 მატჩი ხვალ ქუთაისში გაიმართება, ხოლო 3 შეხვედრას 20 აპრილს თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს.
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით