"რუსთავმა" ბოლო ტურში "ოლიმპს" სძლია

AutoSharing Option
“რუსთავისთვის” სუპერლიგის მიმდინარე სეზონი დასრულდა. გეორგიოს კეცელიდისის გუნდმა რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩში დღეს “ოლიმპს” უმასპინძლა და 31 ქულით – 90:59 დაამარცხა. “ოლიმპში” არ უთამაშიათ გუნდის კაპიტან რევაზ როგავას და ერთ-ერთ ლიდერ მარკ ოგდენს, რუსთაველებმა კი მეტი მონდომებითა და მობილიზებით ითამაშეს და მიმდინარე სეზონში მე-3 გამარჯვება მოიპოვეს.

ქვემოქართლელთა სამწუხაროდ, ეს მოგება დაგვიანებული აღმოჩნდა. “რუსთავმა” რეგულარულ ჩემპიონატში ბოლო, მე-10 ადგილი დაიკავა და სუპერლიგაში ადგილი დაკარგა. მატჩის შემდეგ გეორგიოს კეცელიდისი და რუსთაველი კალათბურთელები მაყურებლებს დაემშვიდობნენ – გუნდის ისტორიაში ეს გახლდათ ყველაზე უშედეგო
სეზონი, რომელიც რუსთაველთათვის უპრეცედენტოდ ადრიანად დასრულდა.

მატჩს რაც შეეხება, ემოციისგან დაცლილი გახლდათ. რუსთაველებმა თავიდანვე მოიპოვეს ლიდერობა და “ოლიმპმა” ვერაფრის შეცვლა ვერ მოახერხა. საბოლოო დიდი სხვაობა ნათლად მიუთითებს მატჩის სცენარზე. ქვემოქართლურ გუნდს ეგვიპტელმა აჰმედ მოავადმა და ამერიკელმა კენდარიუს ჰამილტონმა ულიდერეს. პირველმა 20 ქულა, 14 მოხსნა და 5 პასი მიითვალა, ხოლო მეორემ – 27 ქულა და 11 მოხსნა. “ოლიმპში” 24 ქულით საუკეთესო იყო რეჯი ბეიკერი, 14 ქულა ჩარლზ ბენეტის ანგარიშზეა.

“ოლიმპი” ამ მომენტისთვის მე-5 ადგილზეა, თუმცა ბოლო ტურის 4 მატჩი გასამართია და გააჩნია შედეგებს, ოლიმპელები მე-6 ან მე-7 ადგილზე ჩამოინაცვლებენ. მე-18 ტურის 1 მატჩი ხვალ ქუთაისში გაიმართება, ხოლო 3 შეხვედრას 20 აპრილს თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0