23 აპრილს სტარტი აიღო სუპერლიგის საკვალიფიკაციო რაუნდმა, რომლის მოგებულიც 2019-20 წლების სეზონის სუპერლიგაში ითამაშებს.
სერიაში, რომელიც 3 მოგებამდეა, ერთმანეთს სუპერლიგის რეგულარულ ჩემპიონატში ბოლოსწინა, მე-9 ადგილზე გასული "კაკტუსი" და "ა" ლიგის ფინალში დამარცხებული კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი ხვდებიან.
პირველი მატჩი ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა, რომელიც "კაკტუსის" უპირატესობითა და საბოლოო გამარჯვებით დასრულდა. არჩილ ჟღენტის გაწვრთნილმა გუნდმა პირველი პერიოდი 25:13 მოიგო, რის შემდეგაც ლიდერობა ხელიდან აღარ გაუშვია და საბოლოოდ გამარჯვებამდეც მივიდა.
"კაკტუსმა" 75:66 გაიმარჯვა, რაშიც ყველაზე სოლიდური წილი გიორგი ტურძილაძემ დაიდო 20 ქულით. 16
ქულა მოაგროვა ნიკოლას ნილმა, ხოლო 15 - დელანო სპენსერმა. "კავკასიაში" 16 ქულა და 12 მოხსნა ანდრე უოლკერის ანგარიშზე დაგროვდა, ხოლო ნიკა მეცხვარიშვილმა შეხვედრა 14 ქულით დაასრულა.
სერიის შემდეგი შეხვედრა 25 აპრილს, 15:00 საათზე გაიმართება. მესამე მატჩი კი 27 აპრილს, 13:00 საათზეა დაგეგმილი.
მომზადებულია Gbf.ge-ს მიხედვით