"დინამო" "თსუ-ჰიუნდაისთან" სერიაში 1:0 დაწინაურდა

AutoSharing Option
სუპერლიგის პლეი-ოფი “თსუ-ჰიუნდაისა” და “დინამოს” შეხვედრით გაიხსნა. ერთმანეთს რეგულარულ ჩემპიონატში მე-4 და მე-5 ადგილებზე ვასული გუნდები შეხვდნენ. თამაშიც საკმაოდ დაძაბული გამოდგა.

პირველი პერიოდი "თსუ-ჰიუნდაელებმა" 32:25 მოიგეს, მეორეში კი უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს და დიდ შესვენებაზე ხელჩასაჭიდი უპირატესობით გავიდნენ – 55:42.

მესამე პერიოდი "დინამოელთა" შტურმით დაიწყო, რომლის განმავლობაშიც ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა გუნდმა 13:0 გაქცევა მოაწყო და ანგარიში გაათანაბრა – 55:55. ამის შემდეგ “თსუ-ჰიუნდაი” ისევ გალიდერდა, თუმცა დიდი სხვაობით წინ გაჭრას ვერ ახერხებდა, ბოლო პერიოდში კი თანაბარი ბრძოლა გაჩაღდა. დასკვნით წუთებში უფრო
ზუსტად "დინამოელებმა" ითამაშეს, რონლებმაც შეხვედრის ბედი სათავისოდ გადაწყვიტეს – 85:78.

გამარჯვებულებს 26 ქულითა და 14 მოხსნით დემოგოი ბუბალომ ულიდერა. 25 მოხსნა და 8 პასი მიითვალა რეჯერ დოუელმა, 19 ქულა კი ჯორდან სვოპშირის ანგარიშზეა. “თსუ-ჰიუნდაიში” 21 ქულა ჰქონდა რატკო პტრიჩს. 18 ქულა ჯეიმს მილიკენის ანგარიშზეა. ამ გუნდებს შორის მეოთხედფინალური სერიის მეორე მატჩი 2 მაისს, 16:00 საათზე გაიმართება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
ქუთაისი
9
7
2
50
16
2
დინამო
9
7
2
40
16
3
ოლიმპი
10
5
5
50
15
4
თსუ
9
6
3
38
15
5
მგზავრები
9
5
4
24
14
6
დელტა
8
5
3
50
13
7
კაკტუსი
10
3
7
-79
13
8
ტიტები
8
3
5
-36
11
9
ბათუმი
9
2
7
-92
11
10
რუსთავი
9
1
8
-72
10