ჯეიმს მილიკენის 42 ქულა და "თსუ-ჰიუნდაიმ" "დინამოს" სერია გაუთანაბრა

AutoSharing Option
სუპერლიგის პირველივე მეოთხედფინალურ წყვილში ანგარიში გათანაბრდა. “თსუ-ჰიუნდაიმ”, რომელმაც გუშინ სოლიდური უპირატესობა გაანიავა და “დინამოსთან” წააგო, დღეს რევანში აიღო და 87:73 გამარჯვებით სერიაში ანგარიში 1:1 გახადა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გუნდმა სამაგალითოდ ჩაატარა მატჩის მეორე ნახევარი, რომლის დასაწყისშიც 13 ქულით აგებდა და საბოლოოდ იმდენი მოახერხა, რომ 14 ქულით იმარჯვა.

რა თქმა უნდა, თსუ-ჰიუნდაელებმა გუნდური თამაშის წყალობით მოიგეს, თუმცა განსაკუთრებით აღსანიშნავია მათი ამერიკელი ლეგიონერის, ჯეიმს მილიკენის დიდებული გარჯა, რომელმაც 42 ქულა მოაგროვა და მატჩის გმირი გახდა.

არადა, თამაშის სცენარი დასაწყისში “თსუ-ჰიუნდაისთვის” არასახარბიელოდ განვითარდა. ნიკოლოზ
ჩერქეზიშვილის გაწვრთნილი გუნდი 10:0 დაწინაურდა, თუმცა დინამოელთა პასუხი სწრაფი და ზუსტი იყო. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა გუნდმა პირველივე პერიოდში მოახერხა გალიდერება, ხოლო მეორე პერიოდში თავად ასცდა 10-ქულიან ლიდერობას.

დიდი შესვენებისთვის “დინამო” 49:38 იგებდა, თუმცა გასახდელიდან დაბრუნებული თსუ-ჰიუნდაელები, განსაკუთრებით კი, მათი ამერიკელი ლეგიონერი, ზეშედეგიანად ათამაშდნენ. ჯეიმს მილიკენმა ბურთი ბურთზე ჩააგდო, არც პასებს ივიწყებდა. მას თანაგუნდელებიც რომ აჰყვნენ, “თსუ-ჰიუნდაიმ” 11-ქულიანი ჩამორჩენა მე-3 პერიოდშივე აქცია ლიდერობად და ბოლო ათწუთეულის წინ 65:60 დაწინაურდა.

თამაშის ბედიც აქ გაირკვა. გარდამტეხი მესამე პერიოდის შემდეგ “დინამომ” ვეღარ მოახერხა კალაპოტში ჩადგომა, “თსუ-ჰიუნდაიმ” კი თამაშის ბოლომდე ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა და დამაჯერებელი სხვაობით იმარჯვა.

თსუ-ჰიუნდაელებს 42 ქულით მილიკენმა ულიდერა. 12 ქულა მარკუს პოზლიმ, ხოლო 11 – გიორგი კორსანტიამ მიითვალეს. “დინამოში” 18 ქულით ბომბარდირი გახდა რეჯერ დოუელი, ხოლო დემაგოი ბუბალომ 15 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა.

მეოთხედფინალური სერია 3 მოგებამდეა. სერიაში ანგარიში 1:1-ია, მომდევნო მატჩი კი 5 მაისს გაიმართება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
ქუთაისი
9
7
2
50
16
2
დინამო
9
7
2
40
16
3
ოლიმპი
10
5
5
50
15
4
თსუ
9
6
3
38
15
5
მგზავრები
9
5
4
24
14
6
დელტა
8
5
3
50
13
7
კაკტუსი
10
3
7
-79
13
8
ტიტები
8
3
5
-36
11
9
ბათუმი
9
2
7
-92
11
10
რუსთავი
9
1
8
-72
10