"დინამო" "თსუ-ჰიუნდაისთან" 2:1 დაწინაურდა

AutoSharing Option
5 მაისს, ოლიმპიურ სასახლეში დაგეგმილი 2 მეოთხედფინალური სერიის მატჩიდან 1 დასრულდა. ერთმანეთს სერიაში თანაბრად მყოფი (1:1) გუნდები – “თსუ-ჰიუნდაი” და “დინამო” შეხვდნენ. აღნიშნულ შეხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. თამაშის გამარჯვებული ნახევარფინალს უახლოვდებოდა და ეს გუნდი “დინამო” აღმოჩნდა, რომელმაც 90:72 გაიმარჯვა და საერთო ანგარიშით – 2:1 დაწინაურდა.

მატჩი ისე დაიწყო და მიმდინარეობდა ბოლო პერიოდამდე, ძნელად თუ ვინმე იფიქრებდა, რომ საბოლოოდ 18-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდებოდა. “თსუ-ჰიუნდაი” არც თავიდან და არც საწყის 3 პერიოდში ტოლს არ უდებდა მეტოქეს. პირიქით, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა პირველი პერიოდი
23:21 მოიგო, ერთ ეპიზოდში კი 7 ქულითაც გალიდერდა, თუმცა “დინამო” თავის შანსს ელოდა და როცა გადამწყვეტი მომენტი დადგა, მთელი ძალით ამოქმედდა.

ბოლო პერიოდის წინ დინამოელები 4 ქულით იგებდნენ და სავარაუდო იყო, რომ დაძაბული დასკვნითი წუთები უნდა ყოფილიყო, თუმცა “თსუ-ჰიუნდაის” თამაში არ წაუვიდა, ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილ დინამოელებს კი – პირიქით. ანგარიშში სხვაობამ 10 ქულას გადააჭარბა და თამაშის დასრულებამდე 3 წუთით ადრე 20 ქულას რომ მიაღწია, შეხვედრის ბედიც გაირკვა. მატჩი სათადარიგოებმა ჩაამთავრეს და საბოლოოდ დინამოელთა 18-ქულიანი გამარჯვება დაფიქსირდა.

26 ქულით გამარჯვებულებს რეჯერ დოუელმა ულიდერა. 24 ქულა ჯორდან სვოპშირმა მოაგროვა, დემაგოი ბუბალოს ანგარიშზე კი 22 ქულა და 12 მოხსნა დაგროვდა. “თსუ-ჰიუნდაიში” 18 ქულით საუკეთესო იყო ალექსანდრე ფევაძე. 16 ქულა და 10 მოხსნა გიორგი კორსანტიას ანგარიშზეა.

სერიაში ანგარიში დინამოელებმა წაიყვანეს – 2:1. მომდევნო მატჩი 6 მაისს, ოლიმპიურ სასახლეში, 16:00 საათზე გაიმართება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
ქუთაისი
9
7
2
50
16
2
დინამო
9
7
2
40
16
3
ოლიმპი
10
5
5
50
15
4
თსუ
9
6
3
38
15
5
მგზავრები
9
5
4
24
14
6
დელტა
8
5
3
50
13
7
კაკტუსი
10
3
7
-79
13
8
ტიტები
8
3
5
-36
11
9
ბათუმი
9
2
7
-92
11
10
რუსთავი
9
1
8
-72
10