"კაკტუსის" მეორე გამარჯვება და თსუ-ს მეორე მარცხი

AutoSharing Option
სუპერლიგის მე-5 ტური დაძაბული მატჩით დასრულდა. გათამაშების ერთ-ერთი ლიდერი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი ერთ-ერთ აუტსაიდერ “კაკტუსს” შეხვდა და ბოლო წუთებზე გამოჩენილი უყურადღებობის გამო წააგო. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა თსუ-მ ჩემპიონატი ზედიზედ 3 მოგებით დაიწყო, თუმცა შემდეგ “ოლიმპთან” დამარცხდა, დღეს კი ამ ტურამდე მხოლოდ 1 მოგების მქონე “კაკტუსთანაც” წააგო.

არადა, თსუ თითქმის მთელი თამაში იგებდა. ბოლო პერიოდში უნივერსიტეტელთა ლიდერობა 10 ქულას ასცდა – 68:57, რის შემდეგაც კაკტუსელთა ჯერიც დადგა. სავარაუდოდ, თსუ-ს მოთამაშეებმა ნაადრევად ჩათვალეს, რომ შეხვედრა მოგებული იყო და მოდუნდნენ. არჩილ
ჟღენტის გაწვრთნილმა კაკტუსელებმა კი მაქსიმუმი გააკეთეს, ანგარიში გაათანაბრეს, დასვნით წუთზე მედგარი დაცვით თსუ-ელთა შეტევა ორჯერ მოიგერიეს, 4 ქულით გალიდერდნენ და მატჩის ბედიც სათავისოდ გადაწყვიტეს – 78:75.

გამარჯვებულთაგან 21 ქულით საუკეთესო იყო ბრაიან უილიამსი. ჯასტინ ევერეტმა კაკტუსელებს 15 ქულა და 11 მოხსნა მიაშველა, მიხეილ ჭოჭუას ანგარიშზე კი 16 ქულა დაგროვდა. თსუ-ში 20 ქულითა და 9 მოხსნით საუკეთესო იყო რიკი მედისონი, გიორგი კორსანტიამ 14 ქულა და 15 მოხსნა მიითვალა, სანდრო სანაძის ანგარიშზე კი 14 ქულა დაგროვდა.

მე-5 ტურის შემდეგ საინტერესო ვითარება შეიქმნა ცხრილში. 11-გუნდიან სუპერლიგაში 3 მოგებითა და 2 მარცხით 1-3 ადგილებს ვერა, ბათუმი და თსუ იყოფენ. დაკარგული ქულებით კი პირველობს ტიტები, რომელსაც 3 მოგება და 1 მარცხი აქვს.

სუპერლიგის მე-6 ტურის მატჩები 15, 16 და 17 ნოემბერს გაიმართება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0