"ბათუმმა" "ტიტებს" 20 ქულით მოუგო

AutoSharing Option
სუპერლიგის მე-6 ტურის მესამე მატჩში ერთმანეთს “ტიტები” და “ბათუმი” დაუპირისპირდნენ. იმის გათვალისწინებით, რომ ორივე გუნდს აქამდე 3-3 მოგება ჰქონდა და ცხრილის ზედა ნახევარში იკავებდა ადგილს, მაყურებელი დაძაბულ ბრძოლას ელოდა. თუმცა, სტუმრებმა საკმაოდ იოლი გამარჯვება მოიპოვეს. თანაბარი პირველი პერიოდის შემდეგ (18:18), ბათუმელებმა დარჩენილი სამი მეოთხედი მოიგეს და საბოლოოდ 20-ქულიანი სხვაობით – 87:67 დაამარცხეს მასპინძლები.

ამ მონაცემებით “ბათუმი” “თსუ-სთან” ერთად სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა. სტუმრებიდან ბომბარდირი ნიკოლა ვუიოვიჩი გახდა, რომელმაც 21 ქულა და 18 მოხსნა მიითვალა, ალექსანდრე ფევაძის ანგარიშზე 18 ქულა და
6 მოხსნა დაგროვდა, 15 ქულა ჰქონდა კოლინ მალკოლმს, ხოლო 13 – ლევან მასხულიას. “ტიტებში” 18 ქულით ბესიკ ლეჟავა გამოირჩა. ტრისტინ უოლეს ანგარიშზე კი 15 ქულა, 7 მოხსნა და 2 პასი დაგროვდა.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0