პირველი პერიოდი დინამოელებმა 25:13 მოიგეს და უპირატესობა დიდ შესვენებამდე კიდევ ქულით გაზარდეს. ლუკა ბულაშვილის, ტაილერ უოლერისა და სედრიკ ქაუნსილის წინამძღოლობით თბილისელებს შეტევაში პრობლემები არ ჰქონიათ, რის ხარჯზეც პირველი ტაიმის შემდეგ 13 ქულით იგებდნენ. დიდი შესვენების შემდეგ ზვიად ანთაძის გაწვრთნილმა ცხუმელებმა თამაში
კრიტიკულ მომენტში დინამოელები მაგრად დადგნენ. დაცვის ხარჯზე მათ მოახერხეს ცხუმელთა შეტევებისაგან თავდაცვა და ბოლო პერიოდში ლიდერობა ბოლომდე შეინარჩუნეს. ანთაძის გუნდს ძალა არ ეყო, რომ თამაში შემოებრუნებინა და მიმდინარე სუპერლიგაში 3 მოგების წილ მე-3 მარცხი განიცადა. ხოლო “დინამო” 4 მოგებითა და 2 მარცხით “ბათუმს” მეორე პოზიციაზე გაუთანაბრდა.
“დინამოს” 24 ქულითა და 8 შედეგიანი გადაცემით ლუკა ბულაშვილმა ულიდერა. 22 ქულა და 12 მოხსნა ჰქონდა სედრიკ ქაუნსილს, ხოლო ტაილერ უილიამსმა 17 ქულა, 7 მოხსნა და 7 პასი მიითვალა. ცხუმ-აფხაზეთში ერთი მოთამაშე ასცდა 10-ქულიან ზღვარს და ის გახლდათ 36 ქულის მომხვეჭი კვან უოლერი.
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით