ქვემოქართლელებმა გამოწვევას ბრწყინვალედ გაართვეს თავი. მიუხედავად იმისა, რომ “რუსთავს” ძირითადი გამთამაშებელი ოთარ ფხაკაძე აკლდა, კეცელიდისის გუნდმა ბათუმელებთან დაპირისპირებას მშვენივრად გაართვა თავი და უპირატესობა, რომელიც დასაწყისშივე მოიპოვა, თამაშის ბოლომდე არ დაუთმია.
პირველი
მესამე პერიოდში მასპინძელთა უპირატესობამ 20 ქულას გადააჭარბა – 50:39. ამის შემდეგ დაიწყო ბათუმელების ეგრეთ წოდებული კარტბლანში, რაც პრესინგისა და სამქულიანი სროლების მონაცვლეობაში გამოიხატებოდა. რეზო ჩაჩანიძის, ჯუნიუს პროველისა და კოლინ მალკოლმის შედეგიანობით ბათუმელებმა ბოლო პერიოდში 10 ქულამდე შეამცირეს ჩამორჩენა, თუმცა ყველაფერს ნიკოლა ტადიჩის 2-მა და საბა ლობჯანიძის ერთმა სამქულიანმა დაუსვა წერტილი. რუსთაველთა უპირატესობა 15 ქულას ასცდა და ზღვისპირელებს თამაშის გადარჩენის არც დრო შერჩათ და არც რესურსი.
ქვემოქართლურმა გუნდმა საბოლოოდ 100:89 გაიმარჯვა, რაშიც უმეტესი წილი ნიკოლა ტადიჩმა დაიდო. სერბი ცენტრფორვარდის ანგარიშზე 18 ქულა, 15 მოხსნა და 4 პასი დაგროვდა. 20 ქულა და 5 მოხსნა დენზელ ლივინგსტონმა მიითვალა. 15 ქულა აკაკი დვალიშვილმა, ხოლო 14 მერაბ ბოქოლიშვილმა დააგროვა. “ბათუმში” 21 ქულით, 6 პასითა და 6 მოხსნით საუკეთესო იყო ჯუნიუს პროველი, რეზო ჩაჩანიძის ანგარიშზე კი 21 ქულა დაგროვდა.
სუპერლიგის მე-7 ტური 29 და 30 ნოემბერს, ასევე, 1-ელ დეკემბერს გაიმართება.
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით