ადგილობრივების გუნდს გია კაზანჯიანი ("ბათუმის" მთავარი მწვრთნელი) უხელმძღვანელებს, ხოლო ლეგიონერებს - მუჰამედ ტაჩი (თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი). "ყველა ვარსკვლავის მატჩის" ფარგლებში გაიმართება კონკურსები სამქულიან სროლებსა და ჩატენვებში.
სნაიპერთა კონკურსში მიმდინარე სუპერლიგის სამქულიანების 6 საუკეთესო მსროლელი მიიღებს მონაწილეობას: საბა ლობჯანიძე (რუსთავი), შონ რაუნდთრი (ქუთაისი), სანდრო სანაძე (თსუ),
რაც შეეხება ჩატენვების კონკურსს, მასში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.
სასტარტო ხუთეულების გამოკითხვა საქართველოს კალათბურთის ოფიციალურ ვებგვერდზე იწარმოებს superleague.ge/allstar/vote.
ინტერნეტგამოკითხვაში მონაწილეს დღეში ერთხელ შეეძლება ორივე გუნდის ხუთეულის საკუთარ ვერსიას მისცეს ხმა. გამოკითხვა 18 იანვარს დაიწყო და 27 იანვარს, 22:00 საათზე დასრულდება.
"ყველა ვარსკვლავის" მატჩი-აქცია ხაშურის დარბაზში 29 იანვარს, 18:00 საათზე დაიწყება.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით