რაკი ფარქვეშ ვერ შედიოდნენ, მგზავრების ძირითადი იარაღი სწრაფი შეტევები, უფრო კი შორი სროლები იყო. თავიდან ეს ტაქტიკა ამართლებდა და ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილი გუნდიც ლიდერობდა. მგზავრებმა პირველი პერიოდი 33:23 მოიგეს, თუმცა
მეორე ნახევარში თამაში თსუ-ელთა უპირატესობით გაგრძელდა. ირაკლი ძიძიგურის გაწვრთნილი უნივერსიტეტელები მცირე ლიდერობას ინარჩუნებდნენ, თუმცა მგზავრები იბრძოდნენ და ბოლო წუთებზე ანგარიშიც გაათანაბრეს. შეხვედრის დასრულებამდე 2 წუთით ადრე მგზავრებს პერსონალურების ლიმიტის გამო მეფარე ტაჯ სპენსერი გაუვარდათ და კორსანტია-ტურძილაძის ტანდემს ფარქვეშ წინაღობა ფაქტობრივად მოეხსნა. მატჩის ბოლოს სწორედ კორსანტიამ ჩააგდო გადამწყვეტი ბურთები და თსუ-ს გამარჯვება გაუნაღდა.
თსუ-ს შემადგენლობაში კორსანტიას შემდეგ 21 ქულით ტურძილაძე გამოირჩა, 8 ქულა მოაგროვა დევიდ მაკფარლანდმა, ჯორჯე მილოსავლევიჩის ანგარიშზე კი 7 ქულა, 7 პასი და 6 მოხსნა დაგროვდა. მგზავრებში 20 ქულითა და 20 მოხსნით საუკეთესო იყო ტაჯ სპენსერი, ლოველ ქაბბილის ანგარიშზე კი 20 ქულა დაგროვდა.
სუპერლიგის მე-12 ტურის დარჩენილი 2 მატჩი კვირას, 9 თებერვალს – ქუთაისსა და რუსთავში გაიმართება.
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით