კალათბურთის ფედერაციამ ჩემპიონატების გაუქმების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საკალათბურთო კლუბების დაფინანსების საკითხი დადებითად გადაწყდა. ყველა საბიუჯეტო დავალიანება, რომელიც სუპერლიგისა და “ა” ლიგის გუნდებს მიმდინარე სეზონში ეკუთვნოდათ, დაფარულია. ფედერაცია მოქმედებდა პრინციპით, რომ კალათბურთელებმა და საკალათბურთო სამყაროს წევრებმა ეპიდემიის გამო შექმნილი რთული ეკონომიკური მდგომარეობა
კალათბურთის ეროვნული ფედერაცია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად გააგრძელებს მუშაობას მიმდინარე სიტუაციის შეფასებისა და სამომავლოდ კალათბურთის განვითარებისათვის გასატარებელი აუცილებელი ღონისძიებების შესამუშავებლად, რათა ივლისის თვეში დაგეგმილ მომავალ გამგეობის სხდომაზე მის წევრებს ნათელი სურათი შეექმნათ მომავალი სეზონის ჩემპიონატების დაწყების თარიღების განსაზღვრისათვის.
GBF.GE
არცისე ბევრი ტური იყო დარჩენილი და შეეძლოთ უმაყურებლოთ ჩაემთავრებინათ სეზონი!
ეს არის უნიათობისა და უდარდელობის გამოხატულება!
მონახეს მიზეზი და იოლი გამოსავალი!