“კაკტუსმა” უშუალო კონკურენტ “რუსთავს” მოუგო და ცხრილში გაუთანაბრდა

AutoSharing Option
საკალათბურთო კლუბ “კაკტუსის” წარმატებული სერია გრძელდება. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა გუნდმა მორიგი გამარჯვება “რუსთავთან” მოიპოვა და მოგებათა სერია 4 მატჩამდე გაზარდა. პირველი წრე კაკტუსელებმა 2 მოგებითა და 8 მარცხით დაასრულეს, რის შემდეგაც მთავარი მწვრთნელის პოსტზე არჩილ ჟღენტი ირაკლი ხოშტარიამ შეცვალა და გუნდს ხელი მყისიერად დაატყო. “კაკტუსი”, რომელიც პირველი წრის შემდეგ სუპერლიგიდან “ა” ლიგაში დაქვეითების ერთ-ერთი კანდიდატი იყო, ზედიზედ 4 გამარჯვება მოიპოვა და ამგვარი საფრთხე ამ მომენტისთვის აღარ ემუქრება.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელი გამარჯვება კაკტუსელთათვის ორმაგად ფასობდა, რადგან მეტოქე უშუალო კონკურენტი “რუსთავი” იყო.
ანატოლი ბოისას გაწვრთნილ ქვემოქართლურ გუნდს “კაკტუსზე” 1 მოგებით მეტი ჰქონდა და შეხვედრის დასრულების შემდეგ ამ ორივე გუნდს მოგება-წაგებები გაუთანაბრდა. “რუსთავსა” და “კაკტუსთან” ერთად 6 მოგების საპირწონედ 8 წაგება აქვს “მეგასაც”. ეს გუნდები სუპერლიგის VI-VIII ადგილებს ამ თანმიმდევრობით იყოფენ – "რუსთავი", "კაკტუსი", "მეგა".

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, საკმაოდ დაძაბული, უშეღავათო და შესაბამისად, საინტერესო გამოვიდა. ლიდერი 7-ჯერ შეიცვალა, თანაბარი ანგარიშიც ამდენჯერ დაფიქსირდა. უმეტესად “რუსთავი” ლიდერობდა, თუმცა “კაკტუსი” რომ დამთმობი არ იყო და თავის შანსს ელოდა, ცხადზე უცხადესი იყო. კაკტუსელები თავიათ შანსს ელოდნენ და როცა მიეცათ, გამოიყენეს.

შეხვედრის დასრულებამდე სამწუთ-ნახევრით ადრე რუსთაველები 80:76 იგებდნენ და გამარჯვებამდე მცირედი აკლდათ, თუმცა “კაკტუსის” ამერიკელმა მოთამაშეებმა, დერიკ ნიუტონმა და დენზელ ლივინგსტონმა, როგორც დაცვაში, ისე შეტევაში შედეგიანი თამაშის წყალობით მოახერხეს გათანაბრება. ბოლო წუთზე ფრე იყო და “რუსთავი” უტევდა, როცა რაჰიმ ჯონსონს რევაზ როგავამ ჩაუჭრა და სწრაფი გარღვევით კაკტუსელები 86:84 დააწინაურა. რუსთაველთა მორიგ შეტევაში მერაბ ბოქოლიშვილს დენზელ ლივინგსტონმა დაუფარა და როცა კაკტუსელმა ჯორდან ფორბსმა 2 საჯარიმო ჩააგდო, მატჩის ბედი გაირკვა – 88:84 (სტატისტიკა).

გამარჯვებულთაგან 30 ქულითა და 11 მოხსნით ჯორდან ფორბსი გამოირჩა. 20 ქულა, 14 მოხსნა და 5 პასი დენზელ ლივინგსტონის ანგარიშზეა. 18 ქულით დაასრულა შეხვედრა დერიკ ნიუტონმა. რუსთაველთაგან 24 ქულითა და 14 მოხსნით საუკეთესო იყო რაჰიმ ჯონსონი. 26 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასი ლუვეინ პიპკინსმა მოაგროვა.

სუპერლიგის მორიგი ტურის მატჩები 24 მარტს თბილისში და 25-ში ქუთაისში გაიმართება.

gbf

altკრის მაკნილის ლიდერობით "ტიტებმა" "ცხუმ-აფხაზეთი" დაამარცხა

alt3-ქულიანების 100%-იანი მაჩვენებელი და 24 ქულა





მკითხველის კომენტარები / 3 /
...ბესო ჟღენტი...
აბააა...გეთანხმები. მეტი გასართობი არაფერი იყო...
buba
08:45 24-03-2022
0
ვახ ვახ კაქტუსი ისევ აღორძინდა?
ჩემი ბავშვობის მოგონება
ირაკლი ჩხეიძე
ვასილ ოთიურიძე
ირაკლი ხოშტარია
ვატო ნაცვლიშვილი
სხვები აღარ მახსოვს სამწუხაროდ..
მაგ გუნდის გულშემატკივარი ვიყავი
30 წელი გავიდა დაახლოებით
კაქტუსი ვითას მატჩებზე სულ გადაჭედილი იყო სპორტის სასახლე
არადა რა დრო იყო ? 90 იანების პირველი ნახევარი.....
ირაკლი
06:04 23-03-2022
0

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0