სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა – 8 გუნდი მეოთხედფინალში დაწყვილდა

AutoSharing Option
საკალათბურთო სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა და პლეი-ოფში გასული 8 გუნდი მეოთხედფინალში დაწყვილდა. რეგულარულის გამარჯვებული “ქუთაისი” გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ იმერულ გუნდს პლეი-ოფის სერიებში ნებისმიერ მეტოქესთან მოედნის უპირატესობა ექნება.

რეგულარული ჩემპიონატის ბოლო 3 მატჩი დღეს გაიმართა. მიუხედავად დარჩენილი რამდენიმე თამაშისა, დღევანდლამდე არც ერთი წყვილი ცნობილი არ იყო. სამივე შეხვედრა საკვანძო გახლდათ 1-დან მე-8 ადგილების განაწილების საქმეში.

პირველი შეხვედრა სარეკორდო გამოდგა. 130 ქულა მიმდინარე სუპერლიგის მატჩში არც ერთ გუნდს არ ჩაუგდია და ეს “მეგამ” მოახერხა, რომელმაც უმოტივაციოდ დარჩენილი “ცხუმ-აფხაზეთი” 130:101 დაამარცხა.
საკუთრივ ქულათა ჯამიც სარეკორდო იყო მიმდინარე სეზონისთვის, ხოლო ინდივიდუალური რეკორდებიდან ცხუმელმა ნოდარ გოგოძემ მოახერხა 38 ქულით უმაღლესი შედეგის დაფიქსირება. აქამდე მიმდინარე ჩემპიონატში 37 ქულა იყო უმეტესი, რაც 2 მოთამაშეს – თსუ-ელ ლოველ ქაბილს და დინამოელ ბენჯამინ ქოლეჯს ჰქონდა დაფიქსირებული.

ამ შეხვედრას “მეგასთვის” ჰქონდა ის მნიშვნელობა, რომ გამარჯვების შემთხვევაში მე-6 ადგილს იკავებდა და ნახევარფინალში მე-3 ადგილზე გასულ გუნდს ხვდებოდა. თუმცა იმ მომენტისთვის არ იყო გარკვეული, თუ ვინ დაიკავებდა მე-3 ადგილს, რადგან ეს “ბათუმისა” და “ოლიმპის” შეხვედრაში გამარჯვებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყვეტილიყო. თუმცა “მეგას” მაინც ეს გზა უჯობდა, რადგან "ცხუმ-აფხაზეთთან" დამარცხების შემთხვევაში, მე-7 ადგილზე გადიოდა და პლეი-ოფის პირველ რაუნდში მეორეადგილოსანს – ან თსუ-ს, ანაც “ქუთაისს” ხვდებოდა.

სჭირდებოდა და “მეგას” მოგების მოპოვება არც გასჭირვებია. პლეი-ოფს მიღმა დარჩენილმა, თუმცა სუპერლიგაში ადგილშენარჩუნებულმა "ცხუმ-აფხაზეთმა" სეზონის ბოლო მატჩი ლეგიონერების გარეშე ითამაშა. შეხვედრაში დაცვა მოშლილი იყო და გუნდები ქულებს ბლომად და ნაირგვარი ხერხით იხვეჭდნენ. საბოლოოდ “მეგამ” იმარჯვა და რეგულარული ჩემპიონატი ცხრილში მე-6 ადგილზე დაასრულა. მისი მეტოქე მოგვიანებით გამოვლინდა, როცა ბათუმში რეგულარულის ბოლო შეხვედრა დასრულდა, თუმცა მანამდე ოლიმპიურ სასახლეში მორიგი მატჩი ჩატარდა, რომელმაც რეგულარულის გამარჯვებული გამოავლინა და მეოთხედფინალის 2 წყვილი შეკრა.

ლაპარაკია თსუ-სა და “ტიტების” დაპირისპირებაზე. გათამაშების ლიდერი ცხრილის ქვედა ნახევარში მყოფ გუნდს ხვდებოდა და რომ მოეგო, რეგულარულ ჩემპიონატს პირველ ადგილზე ასრულებდა და პლეი-ოფის პირველ წრეში “რუსთავს” ეთამაშებოდა. წაგების შემთხვევაში კი მეორე ადგილი და მეოთხედფინალში მეტოქედ “ტიტები” ერგებოდა. ლექსო ლაფანაშვილის მიერ გაწვრთნილმა უნივერსიტეტელებმა მატჩი 74:80 დათმეს და მეორე ადგილს დასჯერდნენ. შესაბამისად, მე-8 ადგილზე გასულ “რუსთავს” მეოთხედფინალში რეგულარულის გამარჯვებული “ქუთაისი” შეხვდა, ხოლო თსუ-ს ურთიერთობის გარკვევა “ტიტებთან” მოუწევს.

დაბოლოს, “ბათუმისა” და “ოლიმპის” მატჩი. ორივე გუნდმა იცოდა, მოგების ან წაგების შემთხვევაში ვის ხვდებოდა. მოგებულს მეტოქედ “მეგა” ერგებოდა, რომლის ძლევის შემთხვევაში ნახევარფინალში თსუ-სა და “ტიტების” გამარჯვებულს ეჯახებოდა; წაგებულს კი პლეი-ოფის პირველ წრეში მეტოქედ “ვერა” ელოდა, რომლის ძლევის შემთხვევაშიც “ქუთაისი” – “რუსთავს” შორის უმჯობესს უპირისპირდებოდა.

შეხვედრა “ოლიმპმა” 79:76 მოიგო და მესამე ადგილი დაიკავა, მეოთხედფინალის დარჩენილი წყვილები კი ასე შეიკრა: “ოლიმპი – “მეგა”, “ბათუმი” – “ვერა”.

პლეი-ოფი 29 აპრილიდან დაიწყება. მეოთხედფინალისა და მთლიანად პლეი-ოფის ნებისმიერი სერია 3 მოგებამდე გაგრძელდება.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0