მატჩი ისეთი დაძაბული გამოდგა, რომლის ანალოგიც მიმდინარე სეზონში ნამდვილად არ ყოფილა და წარსულშიც
შეხვედრა ოვერტაიმში გადავიდა, სადაც “ასტრალი” უკეთეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იყო, თუმცა ამან საქმეს არ უშველა. ქულა-ქულაში მიმდინარე ოვერტაიმის ბოლო წამებზეც ფრე იყო, როცა ჯორდან გრანტმა ორიდან 1 საჯარიმო ჩააგდო და "კავკასია" 77:76 დააწინაურა. ისევ ჰინსონმა მოიხელთა ბურთი, მაგრამ გამარჯვების სროლა ააცილა და გამარჯვებასთან ერთად სუპერლიგის საგზურიც კავკასიელებს დარჩათ.
მატჩის შემდეგ გაიმართა “ა” ლიგის გამარჯვებულთა დაჯილდოება. სპეციალური, სამახსოვრო მედალიონები კავკასიის გუნდის წევრებს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარემ, პაატა გურასპაულმა გადასცა. მანვე "კავკასიის" გუნდის კაპიტანს, გიორგი რუხაძეს, სუპერლიგის სიმბოლური საგზური, გამარჯვებულისთვის განკუთვნილი საჩემპიონო დაფა გადასცა.
“ასტრალს” სუპერლიგაში გადასვლის შანსი დარჩა: საკვალიფიკაციო სერია, რომელიც 26 აპრილს დაიწყება, “ა” ლიგის ფინალში წაგებული გუნდი სუპერლიგის რეგულარულ ჩემპიონატში მე-10 ადგილზე გასულ “კაკტუსს” დაუპირისპირდება. სერია 3 მოგებამდე გაგრძელდება და გამარჯვებული 2022-23 წლების სეზონის სუპერლიგაში იასპარეზებს.
GBF