"ასტრალი" მებრძოლი გუნდია, მაგრამ თავს ზემოთ როცა ძალა არაა, საოცრებას ვერ მოახდენს. "კაკტუსს" უფრო მეტი და მაღალი დონის ლეგიონერი ჰყავს, რომელთაგან დღევანდელ მატჩში დერიკ ნიუტონმა ვერ ითამაშა (ხელის ტრავმის გამო), თუმცა ხოშტარიას გუნდს გამარჯვება მაინც არ გასჭირვებია. პერიოდულად "ასტრალის" კალათბურთელები
"კაკტუსმა" პირველი პერიოდი მხოლოდ ქულით – 21:20 მოიგო, რის შემდეგაც მატჩზე სრული კონტროლი დააწესა და დიდ შესვენებამდე ლიდერობა 15 ქულამდე გაზარდა. მაქსიმუმი, რაც "ასტრალის" მოთამაშეებმა მოახერხეს, რამდენჯერმე ჩამორჩენის 10 ქულამდე შემცირება იყო, საბოლოოდ კი 17-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა – 98:81 (სტატისტიკა).
გამარჯვებულთაგან 20 ქულით, 8 მოხსნითა და 5 ჩაჭრით საუკეთესო იყო დენზელ ლივინგსტონი. 21 ქულა და 7 მოხსნა ქუენთერიან მაკონიკომ მიითვალა, 13 ქულა კი ლუკა ზაქრაძის ანგარიშზეა. "ასტრალში" 16 ქულით ბომბარდირი ბექა ჩიკვილაძე გახდა, საუკეთესო შედეგი კი ევან მილიგანმა დააფიქსირა – 11 ქულა და 10 მოხსნა.
სერიის მესამე მატჩი 29 აპრილს, 20:00 საათზე გაიმართება.
gbf
"კაკტუსმა" სუპერლიგის საკვალიფიკაციო სერია გამარჯვებით გახსნა