დღევანდელ მატჩში “მეგა” სოლიდური დანაკლისით თამაშობდა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ძირითადი გამთამაშებელი მოისაკლისა. ტაილერ კორბინმა წინა შეხვედრაში ტრავმა მიიღო და დღევანდელ შეხვედრას მოედნის მიღმიდან უყურა. ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშის, თანაც გამთამაშებლის გარეშე “მეგას”, ცხადია, გაუჭირდა, თუმცა რეალურად პრობლემები მეორე ნახევარში შეექმნა. მანამდე თანაბარი თამაში მიდიოდა, უფრო
მესამე პერიოდიდან “ოლიმპი” ამოქმედდა. უფრო დალაგებულად თამაშობდა დაცვაში და შეტევაშიც გზა გაეხსნა. მესამე პერიოდი ოლიმპელებმა 23:18 მოიგეს, რის შემდეგაც ლიდერობა კიდევ უფრო გაზარდეს. ბოლო პერიოდში როგავას გუნდის უპირატესობამ 10 ქულას გადააჭარბა და თამაში ისე ჩამთავრდა, მოედანზე ვითარება არ დაძაბულა. საბოლოოდ “ოლიმპმა” 78:70 (სტატისტიკა) იმარჯვა და სერიაში 2:0 დაწინაურდა.
გამარჯვებულებს ედვარდ ეკიორიმ ულიდერა, რომელმაც 22 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა. 15 ქულა კახა ჯინჭარაძემ, ხოლო 14 – ილია ლონდარიძემ მიითვალა. “მეგაში” 26 ქულით ბომბარდირი გახდა დემონტე ფლანიგანი. 17-17 ქულა ოთარ ბულიავამ და ჯიმონ ჰენსონმა მიითვალეს.
სერიის მე-3 შეხვედრა ოლიმპიურ სასახლეში 3 მაისს, 18:00 საათზე გაიმართება.
gbf
"კაკტუსს" სუპერლიგაში დასარჩენად 1 გამარჯვება სჭირდება
სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა – 8 გუნდი მეოთხედფინალში დაწყვილდა