ოლიმპელებმა “მეგას” ისე მოუგეს, წარმატების შანსი არ მიუციათ. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გუნდს ისევ აკლდა ძირითადი გამთამაშებელი ტაირელ კორბინი, რომლის არყოფნაშიც “ოლიმპს” უკანა ხაზზე პრობლემა არ შეჰქმნია. პირველი პერიოდის შემდეგ როგავას
მიუხედავად იმისა, რომ დამაჯერებლად ლიდერობდნენ, ოლიმპელები თავს მოდუნების საშუალებას არ აძლევდნენ და შესაბამისად, გამარჯვებამდეც იოლად მივიდნენ. საბოლოოდ “ოლიმპმა” 93:68 (სტატისტიკა) გაიმარჯვა და ნახევარფინალში ნაადრევად გასვლა იზეიმა. გუნდს 25 ქულით ედვარდ ეკიორიმ ულიდერა. 14 ქულა ილია ლონდარიძემ, ხოლო 13-13 დავით ლომიძემ და იმორას ეიჯიმ მიითვალეს. “მეგაში” 21 ქულით ჯიმონ ჰენსონი გამოირჩა. 17 ქულა ოთარ ბულიავას ანგარიშზე დაგროვდა.
"ოლიმპი" ნახევარფინალშია და მეტოქეს თსუ-სა და “ტიტების” სერიიდან ელოდება, რომელსაც უნივერსიტეტელები 2:1 იგებენ.
GBF