მეგამ ბათუმი ბოლო წამზე – 82:81 დაამარცხა

AutoSharing Option
საკალათბურთო კლუბმა მეგამ ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გუნდს 7 მატჩის მერე მხოლოდ ერთი მოგება ჰქონდა და მეტოქედ მისი კალიბრის – 2 მოგებისა და 4 მარცხის მქონე ბათუმი ჰყვდა. დაძაბულ ბრძოლაში, ბოლო წამებზე, მეგამ გამარჯვება მოიპოვა – 82:81 და ცხრილში მქონე უხეირო მდგომარეობა შედარებით გამოისწორა.

მეგამ აქამდე წაგებული მატჩებიდან თითქმის ყველა ბრძოლაში დათმო. ახლაც წაგებული მატჩების სცენარით მიმდინარეობდა ბათუმთან მატჩიც, თუმცა საბოლოო შედეგი სხვაგვარი აღმოჩნდა. მეგა ჩამორჩებო
და და თითქმის მთელი თამაში მდევრის როლში იყო. ბოლო წუთებზე ანგარიშის გაბათილება მოახერხა და ამჯერად მოიგო. წინა მატჩებში კი მეგა ჩამორჩენას რომ აბათილებდა, საქმე ბოლომდე ვერ მიჰყავდა და ამჯერად ნავსის გატეხვა მოახერხა. 

ეს უმთავრესად დასკვნით წუთებში გააზრებული და პრაგმატული თამაშის შედეგია. ბოლო წუთზე ორივე გუნდს შეეძლო მოგება, თუმცა საკვანძო გამოდგა მეგას ამერიკელი ლეგიონერის, რონი რუსოს ჩაჭრა, რომელიც მან მატჩის დასრულებამდე 11 წამით ადრე განახორციელა და სწრაფი შეტევა წარმატებით დააგვირგვინა – 81:78. ბათუმელებმა საპასუხო შეტევაში სამქულიანი ჩააგდეს – თავი დერიკ ნიუტონმა გამოიჩინა და ანგარიში გათანაბრდა. თითქოს ოვერტაიმი გარდაუვალი ჩანდა, თუმცა დარჩენილ 4 წამში მეგას მოთამაშეებმა ბურთი მეტოქის ნახევარზე გადაიტანეს და ლაშა მიქელაძე მარქუს გილსონზე საფინალო სირენამდე 0.3 წამით ადრე დაჯარიმდა. გილსონმა პირველი ააცილა, მეორე ჩააგდო და მეგას გამარჯვება გაუფორმა.

გამარჯვებულთაგან საუკეთესო სწორედ გილსონი გახლდათ, რომელმაც 19 ქულა, 18 მოხსნა და 5 პასი მოაგროვა. 20 ქულა და 5 პასი როზიეს ანგარიშზეა, 18-18 ქულა ნიკა ჩეჩელაშვილმა და ოთარ ბულიავამ მოაგროვეს. ბათუმელთაგან 27 ქულით საუკეთესო იყო კაილი რიდლი, 19 ქულა, 8 მოხსნა და 5 პასი საბა ლობჯანიძის ანგარიშზეა.

GBF
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0