"რუსთავმა" თსუ-ს იოლად მოუგო და სუპერლიგის ჩემპიონს ერთი მატჩი გაარკვევს

AutoSharing Option
სუპერლიგის ჩემპიონს სუპერფინალური მატჩი გამოავლენს. "რუსთავისა" და თსუ-ს დაპირისპირებაში 4 მატჩის თავზე გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. ორივე გუნდმა 2-2 მატჩი მოიგო, ფინალური სერია თანაბარია და გადამწყვეტ შეხვედრაში გუნდები ერთმანეთს საჩემპიონოდ შეერკინებიან. სუპერფინალური დაპირისპირება 28 მაისს, რუსთავის ქიმიკოსთა დარბაზში, 19:00 საათზე გაიმართება.

ფინალური სერიის მე-4 მატჩი, რომლის მოგებაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს ჩემპიონობას უნაღდებდა, "თბილისი არენაზე" გაიმართა. შეხვედრაში ანგარიში რუსთაველებმა გახსნეს, რის შემდეგაც მატჩს მხოლოდ ერთი ლიდერი ჰყავდა. ანატოლი ბოისას გაწვრთნილმა რუსთაველებმა ნომინალური მასპინძელი თსუ 29 ქულის სხვაობით – 106:77 დაამარცხეს და
მოედნის უპირატესობა დაიბრუნეს.

მოგებაცაა და მოგებაც – ქვემოქართლურმა გუნდმა მიმდინარე სეზონში თასის გათამაშების გამარჯვებულსა და საჩემპიონოდ შემართულ თსუ-ს ისე მოუგო, შანსი არ დაუტოვა. არადა, "რუსთავი" ისევ ტრავმირებული გუგა პატაშურის გარეშე თამაშობდა, წაგების შემთხვევაში ტიტულის მოგების შანსს კარგავდა და ეს ყველაფერი ფსიქოლოგიური წნეხის საფუძველი შეიძლება გამხდარიყო. პირიქით კი მოხდა, "რუსთავის" კალათბურთელები ძალიან მოტივირებულები და მოსაგებად შემართულნი იყვნენ. განსაკუთრებით - ტროი კროფტი, რომელმაც მიმდინარე სეზონის სარეკორდოდ ბევრი ქულა მიითვალა, რაც პლეი-ოფისთვის ბევრად გამორჩეული შედეგია.

რაც საქართველოში სტატისტიკის კომპიუტერიზებული აღრიცხვა წარმოებს, ანუ 2008 წლიდან, პლეი-ოფში 45 ქულა არავის ჩაუგდია. მანამდე რა შედეგები დაფიქსირდა, ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს, თუმცა მხოლოდ ბოლო 14 წლის კვალობაზეც კროფტის შედეგი ურიგო ნამდვილად არ გახლავთ. "რუსთავის" ამერიკელი უკანახაზელი, რომლის თამაშიც წინა მატჩში მიღებული ტრავმის გამო სათუო იყო, თსუ-ელთათვის შეუჩერებელი იყო. კროფტმა პირველ ნახევარში 28 ქულა ჩააგდო. ის ყველა პოზიციიდან იხვეჭდა ქულებს და მეურვეებს თავბრუს ახვევდა. ტრეიმ 10-დან 8 სამქულიანი ჩააგდო, თუმცა მხოლოდ შორი სროლები როდი იყო მისი არსენალი.

პირველი ნახევარი რუსთაველთა 15-ქულიანი უპირატესობით – 50:35 დასრულდა. თსუ-ელებმა კარგად დაინახეს, თუ ვისგან მოდიოდა საფრთხე და დიდი შესვენების შემდეგ ტრეი კროფტს მეურვეობა დაუწესეს, მაგრამ ამან არ გაჭრა. ამერიკელი მაინც აგდებდა (უფრო უხერხული სიტუაციებიდან) და თან ქვემოქართლელთა გუნდის სხვა წევრებიც ათამაშდნენ. ლიდერობამ მალე 20 ქულას მიაღწია, მაგრამ "რუსთავი" არ შეჩერდა, კიდევ და კიდევ უმატებდა ტემპს და ბოლო პერიოდს 19-ქულიანი უპირატესობით შეხვდა.

მატჩის ბედიც, ფაქტობრივად, აქ გაირკვა. მართალია, თსუ-ს მიმდინარე პლეი-ოფში 20-ქულიანი ჩამორჩენა უკვე გაბათილებული ჰქონდა ბოლო პერიოდში (კაკტუსთან), თუმცა ეს დღე არ იყო უნივერსიტეტელების. "რუსთავი" ბოლომდე ებრძოლა თსუ-ს და დამსახურებულ, დიდსხვაობიან გამარჯვებამდე მივიდა. კროფტმა საბოლოოდ მოგროვებულ 45 ქულას 8 მოხსნა და 6 პასი მოაყოლა. 21 ქულა, 8 მოხსნა და 5 პასი ლუკა ბულაშვილის ანგარიშზე დაგროვდა. ეივერი დიგსმა რუსთაველებს 12 ქულა და 8 მოხსნა შესძინა. თსუ-ს შემადგენლობაში ბომბარდირი გახდა ჯიმონ ჰენსონი 30 ქულით. ბექა ბექაურის ანგარიშზე 13 ქულა და 9 მოხსნა დაგროვდა.

ფინალური სერიის გადამწყვეტ მატჩამდე 2 დღეა, რასაც გუნდები მაქსიმალურად გამოიყენებენ, საჩემპიონო შერკინებისთვის მოსამზადებლად.

GBF.GE

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
ძალიან მაგრად ითამაშა კროფტმა,გამოგვადგებოდა ნაკრებში,მაკფადენის ნაცვლად.
შალო
10:47 26-05-2023
0
ასეთ კალათბურთს ქუჩაში აღარ თამაშობენ ჩვენი ქვეყნის გარეთ.ქუჩური კალათბურთის.
აბდულაი
20:17 26-05-2023
1

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0