მატჩი გურჯაანელთა ლიდერობით დაიწყო. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა გუნდმა თავიდანვე მოიპოვა ლიდერობა – 20:10 დაწინაურდა, რაც უმეტესწილად თსუ-ს შეცდომებით იყო განპირობებული. ორივე გუნდი დაცვას
საბოლოო შედეგზეც აისახა, თუმცა სანამ მატჩი დასრულებამდე მივიდოდა, თსუ-მ გარდატეხა მოახდინა და ზემოთნახსენები ჩამორჩენა ჯერ გააბათილა, მეორე პერიოდში კი დაწინაურდა კიდეც.
პირველი პერიოდი გურჯაანელებმა 26:23 მოიგეს, რის შემდეგაც თსუ-ს ჯერი დადგა. გიორგი ცინცაძემ, ალექსანდრე ფევაძემ და გიორგი ტურძილაძემ კახა ჯინჭარაძესთან ერთად ქულები უხვად იხვეჭეს და მეორე ათწუთეულის ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა თსუ-ელებმა 20:8 მოიგეს. დიდი შესვენებისთვის უნივერსიტეტელები 9 ქულით (43:34) იგებდნენ, რასაც მესამე პერიოდის ბოლო ქულა შემატეს და 10 ქულით – 56:46.
გურჯაანელებმა ცადეს, თამაში გადაერჩინათ და მაქსიმუმი, რაც მოახერხეს, ჩამორჩენის 4 ქულამდე (52:56) შემცირება იყო. საბოლოოდ თსუ-მ საქმე გამარჯვებამდე მიიყვანა – 66:60 (სტატისტიკა). ლაფანაშვილის გაწვრთნილ გუნდში საუკეთესო შედეგი ალექსანდრე ფევაძემ აჩვენა, რომელმაც 17 ქულა, 6 მოხსნა, 5 პასი, 3 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა. 14 ქულა და 9 მოხსნა ჰქონდა კახა ჯინჭარაძეს, ხოლო გიორგი ტურძილაძემ შეხვედრა 12 ქულითა და 9 მოხსნით დაასრულა. გურჯაანში 11-11 ქულა-მოხსნით საუკეთესო იყო ჯარვის რეი, ტერი კოლინსმა კი 13 ქულა მიითვალა.
გურჯაანმა ამ მატჩით დაასრულა პირველი წრე, რომელშიც განმავლობაშიც 10 მატჩი გამართა და 7-ში იმარჯვა. თსუ-ს 8 მატჩი აქვს ჩატარებული და 6 მოგებით მე-4 ადგილზეა. სუპერლიგის პირველი წრის ბოლო, მე-11 ტური 22, 23 და 24 დეკემბერს, საქართველოს 5 ქალაქში გაიმართება. შეხვედრები ჩატარდება ბათუმში, ტყიბულში, ქუთაისში, გორსა და ცხადია, თბილისში.
GBF