კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა ქუთაისმა დაგეგმილი და გაუსაჩივრებელი გამარჯვება მოიპოვა – 107:90 (სტატისტიკა). გაუ ბოლომდე ეცა
პირველი პერიოდის შემდეგ "ქუთაისი" 33:17 იგებდა, თუმცა დიდი შესვენებისთვის სხვაობა უკვე 23 ქულამდე ავიდა – 60:37. აქ ყველაფერი ცხადი გახდა, თუმცა გაუ-ს ჰქონდა შანსი შერჩენილი, რომლის გამოყენება მე-3 პერიოდში უნდა დაეწყო, რაც არ გამოუვიდა. აღნიშნული მონაკვეთიც მასპინძლებმა მოიგეს, მართალია, მინიმალური სხვაობით, თუმცა ეს საკმარისი იყო მატჩის ბედის გადასაწყვეტად.
1 პერიოდში 24-ქულიანი სხვაობის გაბათილება შესაძლებელია, თუმცა გაუ-მ სენსაციის მოხდენა ვერ შეძლო და სერიაში 0:1 ჩამორჩა. მასპინძლებმა გუნდურად ითამაშეს – 6-მა კალათბურთელმა მიაღწია 10-ქულიან ზღვარს, რომელთა შორისაც საუკეთესო დეტრეკ ბრაუნინგი იყო 17 ქულითა და 8 პასით. 15 ქულა გიორგი სულაბერიძემ მოაგროვა, გიორგი კორსანტიას ანგარიშზე კი 10 ქულა და 13 მოხსნა დაგროვდა. სეუში 24 ქულით საუკეთესო იყო აიზია სმოლი. ივან მეგენეიშვილმა 12 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა.
სერიის მე-2 შეხვედრა ისევ ქუთაისში, 10 მაისს, 19:00 საათზე გაიმართება.
GBF