როგორც ანგარიშიდან ჩანს, ფინალური სერიის მე-3 მატჩი ქუთაისელებმა იოლად მოიგეს. 23-ქულიანი ლიდერობა არის იმ დალაგებული თამაშის შედეგი, რომელსაც იმერულმა
როცა დაცვა გაამაგრა, "ქუთაისს" შეტევაში გზა გაეხსნა. მეთოდურად, ნაბიჯ-ნაბიჯ იწყეს ქუთაისელებმა დეფიციტის აღმოფხვრა და უკვე დიდი შესვენებამდე წინ გაჭრა მოახერხეს. ეს უპირველესად დეტრეკ ბრაუნინგის დამსახურება გახლდათ, რომელიც უფრო ბომბარდირული თვისებებით გამოირჩევა და ცხადია, სტატისტიკაც სხვებზე უმჯობესი უგროვდება. არანაკლებ პროდუქტიული იყო აკაკი დვალიშვილი, რომელიც არა მხოლოდ ფარქვეშ, პერიმეტრიდანაც შედეგიანად მოქმედებდა. პირველი ნახევრის ბოლო წუთებზე "ქუთაისი" 41:35 დაწინაურდა, თუმცა დიდ შესვენებაზე სტუმართა მინიმალური ლიდერობა დაფიქსირდა – 47:46.
ნათქვამია, ვინ ც იგებს მე-3 პერიოდს, ის იგებს თამაშსო. ეს, ცხადია, ასპროცენტიანი ფორმულა არ გახლავთ, თუმცა მე-3 პერიოდი იმდენად საკვანძოა, მასში სოლიდური უპირატესობის მოპოვება გამარჯვების გზაზე მიმავალ კარს ფართოდ გიღებს. ჰოდა, 31:18 მოგებული პერიოდის შემდეგ "ქუთაისმა" მატჩის ბედი, ფაქტობრივად, გადაწყვიტა. დეტრეკ ბრაუნინგის შედეგიანი თამაშის შედეგი ტაბლოზე აისახა და ქუთაისელებს დარჩენილ ათწუთეულში თამაშის საბოლოო გამარჯვებამდე მიყვანა აღარ გასჭირვებიათ.
28 ქულით ბრაუნინგი მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა. მის ანგარიშზე 5 შედეგიანი გადაცემა და 4 მოხსნაც იყო. აკაკი დვალიშვილმა შეხვედრა 17 ქულით, 8 მოხსნითა და 5 პასით დაასრულა 13-13 ქულა მარქუს გილსონმა და გიორგი ოჩხიკიძემ მოაგროვეს. "კავკასიაში" 20 ქულით ბომბარდირი გახდა ჯასტინ ფორესტი. 17 ქულა - გრეგ ფარჰემმა, ხოლო 15 ილია ლონდარიძემ დააგროვა.
ფინალურის სერიის მე-4 მატჩი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 27 მაისს, 19:00 საათზე გაიმართება.
GBF.GE