![](https://sportall.ge/pictures/image5/f6bc87339c3dc11817ad40a4c73e7639.jpg)
16 ოქტომბერს საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით გაიხსნება.
ტრაგიკულად დაღუპული საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის ხსოვნის ტურნირი 2002 წლიდან იმართება და წლეულს ის მე-16-ედ გათამაშდება. ტურნირში სუპერლიგის ათივე წარმომადგენელი იასპარეზებს, რომლებიც 2 ჯგუფში, გასული სეზონის სუპერლიგაში დაკავებული ადგილების გათვალისწინებით გადანაწილდნენ:
A ჯგუფი
დინამო
რუსთავი
ბათუმი
თსუ-ჰიუნდაი
მარნეული
![დუდუ დადიანის მემორიალი 16 ოქტომბერს დაიწყება Sportall.Ge](/pictures/artimages/original/300f6c9a9fa999d8f25e541104fa3b3c.jpg)
B ჯგუფი
ქუთაისი
მგზავრები
კაკტუსი
ოლიმპი
ტიტები-შსს აკადემია
![დუდუ დადიანის მემორიალი 16 ოქტომბერს დაიწყება Sportall.Ge](/pictures/artimages/original/0b71d5d5e1f4b6f03194b66648dc896f.jpg)
გუნდები ჯგუფში ერთ წრედ ითამაშებენ. ჯგუფური ეტაპის მატჩები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 16, 17, 18, 19 და 20 ოქტომბერს გაიმართება. ჯგუფებში პირველ ადგილებზე გასული გუნდები ფინალში
დუდუ დადიანის თასის მოქმედი მფლობელი "დინამოა", რომელმაც შარშანდელ ფინალში "ოლიმპი" 67:48 დაამარცხა.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით