დუდუ დადიანის მემორიალის პირველი მატჩის დასრულების შემდეგ ახალ ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ყოველწლიური ჟურნალის პრეზენტაცია გაიმართა.
აღნიშნულ გამოცემაში ის ღონისძიებებია თავმოყრილი, რომლებიც ფედერაციის ორგანიზებით და მხარდაჭერით ჩატარდა. 2019-20 წლების სეზონის ჟურნალის გამოცემა გასულ გაზაფხულს იყო დაგეგმილი, თუმცა მსოფლიოში გავრცელებული კორონავირუსის პანდემიის გამო ვერ მოხერხდა.
ოლიმპიურ სასახლეში გაფორმდა მემორანდუმი საქართველოს კალათბურთის ეროვნული
დოკუმენტს ხელი მოაწერეს „აჭარაბეთის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინი გუჯაბიძემ და კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა.
აღნიშნული მემორანდუმის მიხედვით, 2020-22 წლების საკალათბურთო სეზონებზე და 2022 წლის ევროპის ჩემპიონატზე კომპანია „აჭარაბეთი“ გენერალურ სპონსორობას გაუწევს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას.
ღონისძიებას საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები, სუპერლიგის კლუბების ხელმძღვანელები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
GBF.GE