დუდუ დადიანის მემორიალი: ფავორიტებიც ჩაერთვნენ

AutoSharing Option
დუდუ დადიანის მემორიალზე მეორე ტურის მატჩები გაიმართა. ტურნირში ჩაებნენ ფავორიტები, რომლებმაც იოლი გამარჯვებები მიითვალეს. პირველ შეხვედრაში "დინამო" "ოლიმპს" დაუპირისპირდა და 77:67 დაამარცხა, შემდეგ კი "ქუთაისისა" და "სოხუმის"ბრძოლა ვიხილეთ, რომელიც იმერული კლუბის გამარჯვებით - 89:76 დასრულდა.

"დინამოც" და "ქუთაისიც" დადიანის მემორიალის ფავორიტები არიან. ეს შემადგენლობიდან გამომდინარე, თორემ მოედანზე შესაძლებელია, ყველაფერი მოხდეს. თუმცა ამ გუნდებმა ფავორიტის სტატუსი გაამართლეს.

დინამოელებს მთავარი ძალა გუშინ შეემატათ, თუმცა ამერიკელ დეონტა ვონს "ოლიმპთან" არ უთამაშია. ვონი "შსს-აკადემიის" რიგებში საქართველოს 2013 წლის ჩემპიონი და სუპერლიგის საუკეთესო მოთამაშეა. ის
"დინამომ" ჩამოიყვანა, რომელსაც ასევე საკმაოდ ძლიერი ქართველი კალათბურთელები ჰყავს: მიხეილ ბერიშვილი, მიხეილ ჭოჭუა, ლევან ფაცაცია, ილია ლონდარიძე...

მეორე მატჩში "ქუთაისმა" "სოხუმი" თავიდანვე 11:0 ჩამოიტოვა, რაც არც იყო გასაკვირი. გიორგი ცინცაძე, ბექა ბექაური და ანატოლი ბოისა - ეროვნული ნაკრების ამ ტრიოს დაამატეთ რიგიანი ლეგიონერი დეიან ბიელიჩი, ზაურ ფაშაევი, გოგა ცეკვავა, გიორგი ბარბაქაძე, თეიმურაზ ბაბუნაშვილი, ვახტანგ ქადარია და აკაკი ლომოური.

"სოხუმმა" ვერ მოახერხა,  რაიმე ეფექტური დაეპირისპირებინა კოტე ტუღუშის გაწვრთნილი "ქუთაისისთვის". მაქსიმუმი, რაც ნუგზარ ჭეიშვილის გუნდმა მოახერხა, ბოლო პერიოდში ჩამორჩენის 8 ქულამდე შემცირება იყო.

დუდუ დადიანის მემორიალი
6 ოქტომბერი, თბილისი. ახალი სპორტის სასახლე
დინამო-ოლიმპი 77:67
23:21, 20:17, 18:13, 16:16
დინამო: მორსი (10ქ, 8მ), გრძელიძე (8ქ, 3პ), ღურწკაია, ლონდარიძე (14ქ), მაჩალაძე (2ქ), ჭოჭუა (3ქ, 8პ), გ. რევაზაშვილი, ბერიშვილი (25ქ, 5მ), გოგოძე (15ქ, 4პ).
ოლიმპი: ღუდუშაური (3ქ), ბურნეთი (16ქ, 13მ, 4ჩ), ბოლქვაძე (2ქ), როგავა (20ქ, 4პ, 4ჩ), გ. ბაქრაძე (2ქ), მიქელაძე, კახა ტომარაძე (6ქ), ნ. ბაქრაძე, მასხულია (6ქ), გუგეშაშვილი (3ქ), პიჩფორდი (9ქ, 5მ).

ქუთაისი-სოხუმი 89:76
25:13, 24:19, 21:25, 19:19
ქუთაისი: ჭეიშვილი (1ქ), ბოისა (5მ), ცეკვავა (12ქ, 5პ), დ. წივწივაძე, ფაშაევი (7ქ, 4პ), ბაბუნაშვილი (5ქ, 3პ), ქადარია (10ქ, 7მ), ცინცაძე (13ქ, 6მ, 6პ), გ. ბარბაქაძე (11ქ, 6მ, 3პ), ლომოური (9ქ), ბიელიჩი (8ქ, 12მ), ბექაური (13ქ, 9მ).
სოხუმი: კვეტენაძე (3ქ), ბერუაშვილი (5ქ, 5მ), კოკა ტომარაძე, ბოქოლიშვილი (15ქ, 5პ, 6მ), დ. ბარბაქაძე (11ქ), ლათანი (18ქ, 86მ), რიხლიუკი (7ქ, 4დ), ბულიავა (13ქ), ხანიაშვილი (4ქ), ზუზაძე.

A ჯგუფი
ა გუნდი თ მ წ ქ
1. ქუთაისი 1 1 0 2
2. რუსთავი 1 1 0 2
3. სოხუმი 2 0 2 2

B ჯგუფი
ა გუნდი თ მ წ ქ
1. ოლიმპი 2 1 1 3
2. დინამო 1 1 0 2
3. მგზავრები 1 0 1 1

დღეს
16:00 ქუთაისი-რუსთავი
18:00 დინამო-მგზავრები

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული