"ბათუმმა" "მეგა ბასკეტი" დაამარცხა და სერიაში დაწინაურდა

AutoSharing Option
საქართველოს თასის გათამაშების ერთ მატჩს დღეს ბათუმმა უმასპინძლა. გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა აჭარულმა გუნდმა “ა” ლიგის წარმომადგენელ “მეგა ბასკეტს” უმასპინძლა. თასის მერვედფინალურ მატჩებში პირველ გამარჯვებასთან იყო “ა” ლიგის გუნდი. წლეულს შექმნილმა “მეგა ბასკეტმა” სუპერლიგელ “ბათუმს” დიდი წინააღმდეგობა გაუწია და გამარჯვებამდე მცირედი დააკლდა.

მატჩის ბოლო წუთზე ანგარიში თანაბარი იყო – 77:77. დასკვნით წამებზე მასპინძლებმა მეტი სიზუსტე გამოავლინეს და 81:71 იმარჯვეს. ზღვისპირელთაგან 28 ქულით საუკეთესო იყო ახალზვეული კეისი შეპარდი. 20 ქულა მოაგროვა მეორე ახალბედა დეიან იეფტიჩმა. 19 ქულა და 8 მოხსნა სერბი სტეფან
ანდრეევიჩის ანგარიშზე დაგროვდა. “მეგა ბასკეტში” 31 ქულით საუკეთესო იყო კორი სანდერსი. 23 ქულა დეონტა ნორტმა მოაგროვა.

თასის მერვედფინალური სერია 2 მოგებამდე გრძელდება. სერიას “ბათუმი” იგებს და მეორე მატჩი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში – 30 იანვარს გაიმართება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული