პირველ მატჩში, რომლის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა, ერთმანეთს “დელტა” და “ბათუმი” დაუპირისპირდნენ. მეოთხედფინალური სერია 2 მოგებამდეა, ასე რომ, დამარცხებული გუნდისთვის შანსი დაკარგული არ გახლავთ. თუმცა პირველ მატჩში გამარჯვებით, ბათუმელებმა მნიშვნელოვანი ჰანდიკაპი მიიღეს. გია კაზანჯიანის გაწვრთნილი ზღვისპირელები საპასუხო მატჩს საკუთარ მოედანზე, ბათუმში გამართავენ და გამარჯვების შემთხვევაში თასის ნახევარდინალში გავლენ.
როგორც აღვნიშნეთ, მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა. პირველი
ყველაფერი ბოლო ათწუთეულში გადაწყდა. მანამდე შედეგიანად მოთამაშე ნოდარ გოგოძემ ბოლო პერიოდშიც გააგრძელა ზუსტი სროლების განხორციელებმა და სწორედ მისი სამქულიანით მოიგო “ბათუმმა”. შეხვედრის დასრულებამდე 2,30 წუთით ადრე “დელტა” 74:70 იგებდა და გამარჯვებასთან ახლოს იყო, თუმცა ბათუმელთა მედგარმა დაცვამ თავისი გაიტანა. თბილისურმა გუნდმა ბურთი ვეღარ ჩაგდო, ხოლო ზღვისპირელებმა კეისი შეპარდის ორქულიანითა და გოგოძის სამიანით 75:74 იმარჯვეს.
“დელტას” შეეძლო თამაშის გადარჩენა, თუმცა ერიკ ნოთიჯის ორქულიანმა მიზანს ვერ მიაღწია. გამარჯვებულ ბათუმელებს 26 ქულით გოგოძემ ულიდერა. 21 ქულა და 7 პასი კეისი შეპარდმა მოაგროვა. “დელტაში” 19 ქულით ნოთიჯი გამოირჩა, დრამრაითმა კი 15 ქულა მიითვალა.
რაც შეეხება “ოლიმპისა” და “შსს აკადემია-ტიტების” დაპირისპირებას, მატჩის ბედი საფინალო სირენამდე კარგა ხნით ადრე გაირკვა. ლაშა გამყრელიძის ხელმძღვანელობით “ტიტებმა” საუკეთესო მატჩი გამართა და სუპერლიგის ერთ-ერთი მოწინავე გუნდი იოლად დაამარცხა. ბოლო პერიოდში, როცა ანგარიშში სხვაობამ 30 ქულას მიაღწია, მოედანზე სათადარიგოები გამოჩდნენ და თამაშიც საბოლოოდ “ტიტების” 19-ქულიანი გამარჯვებით – 77:58 დასრულდა.
“ტიტებს” 21 ქულით კაჰიმ რენსომმა ულიდერა. 14 ქულა და 9 მოხსნა გიორგი შარაბიძის ანგარიშზე დაგროვდა. 9-9 ქულა სამმა კალათბურთელმა – ილია ლონდარიძემ, გუჯა ბირკაიამ და ლუკ მეიერმა მოაგროვეს. “ოლიმპში” 16 ქულით ბომბარდირი რეზო როგავა გახდა.
“ბათუმი” “დელტას” 19 ნოემბერს უმასპინძლებს, ხოლო “შსს აკადემია-ტიტების” სერიის მეორე მატჩი 2 აპრილს გაიმართება.
დღეს ქუთაისში თასის გათამაშების მეოთხედფინლური სერიის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ადგილობრივმა გუნდმა 108:75 დაამარცხა “კაკტუსი”. გამარჯვებულთაგან 10 ქულით და 9 მოხსნით საუკეთესო ელჯეი ბუსი გახლდათ. 17-17 ქულა გიორგი ბარბაქაძემ და ჯონათან ლიმ მოაგროვეს. “კაკტუსში” 17 ქულით ბომბარდირი გახდა ნიკ ნილი.
მეოთხედფინალური სერიის მეორე მატში “კაკტუსი” “ქუთისს” 19 მარტს უმასპინძლებს.
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით