გაიმართა საქართველოს თასის 1/8-ფინალის წილისყრა

AutoSharing Option
კალათბურთში საქართველოს თასის მე-18 გათამაშება 25 დეკემბერს დაიწყება. დღეს სასტუმრო “ჰოლიდეი ინში” გამართულ კენჭისყრაზე გუნდები მერვედფინალში დაწყვილდნენ და შესაბამისად, შედგა გათამაშების პლეი-ოფის ბადე, რომლის მიხედვითაც ჩატარდება მომავალი გათამაშება.

თასის გათამაშებაში 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას – 11 სუპერლიგის და 5 “ა” ლიგის წარმომადგენელი. კენჭისყრა შემდეგი პრინციპით გაიმართა: მონაწილე გუნდები 4 კალათაში განითესა. პირველ კალათაში სუპერლიგის პირველი წრის შედეგების მიხედვით 5 საუკეთესო გუნდი მოხვდა, რომლებიც კენჭისყრის შედეგად მერვედფინალში მე-4 კალათის წარმომადგენლებს – “ა” ლიგის წევრებს დაუწყვილდნენ. მეორე და მესამე კალათებში სუპერლიგის ცხრილში,
შესაბამისად, VI-VII და IX-XI ადგილებზე მყოფი გუნდები განთავსდნენ და კენჭისყრამ, რომელშიც ყველა გუნდის წარმომადგენელი მონაწილეობდა, გუნდები შემდეგნაირად დააწყვილა:

Sportall.Ge

მერვედფინალსა და მეოთხედფინალში სერიები 2-მატჩიანი იქნება. 2 შეხვედრის ჯამში რომელი გუნდიც გაიმარჯვებს, მომდევნო ეტაპზე გავა. პირველად ქართული კალათბურთის ისტორიაში, წამყვან ტურნირზე პირველად გათამაშდება ოთხთა ფინალი. თასის გათამაშების 4 საუკეთესო გუნდი ოთხთა ფინალის ფორმატით ერთმანეთში საუკეთესოს გამოავლენს. შესაბამისად, ნახევარფინალები და ფინალი თითომატჩიანი იქნება. მერვედფინალის კალენდარი ცნობილია, ხოლო მეოთხედფინალი იანვრის თვეში გაიმართება. ოთხთა ფინალის გამართვის თარიღები თებერვალში დადგინდება.

Sportall.Ge
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული