მერვედფინალური სერია 2 მატჩისგან შედგება. დინამოელებს “ა” ლიგის დებიუტანტი ფიზკულტურის უნივერსიტეტის გუნდი სერიის პირველ მატჩში 55 ქულით ჰყავდათ დამარცხებული. შესაბამისად, მომდევნო ეტაპზე გასვლის მყარი გარანტია ჰქონდათ. მეორე შეხვედრაში დინამოელებმა მეტოქეს 22-ქულიანი მარცხი (94:72 სტატისტიკა) აკმარეს და მომდევნო ეტაპის
დინამოელებს 22 ქულით, 9 მოხსნითა და 4 პასით ტაილერ უილიამსმა ულიდერა. 19 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა ახალგაზრდა დავით კაკუშაძემ, ხოლო სედრიკ ქაუნსელმა და მაიზერ რევაზაშვილმა შეხვედრა 13-13 ქულით დაასრულეს. დამარცხებულებს 21 ქულით გიორგი ცირიკიძემ ულიდერა, ხოლო 15 ქულა ვლადიმერ დოლიძის ანგარიშზე დაგროვდა.
დღეს გამართულ მეორე შეხვედრაში “ოლიმპმა” “ზესტაფონი” 88:73 (სტატისტიკა) დაამარცხა. სუპერლიგელებს სერიის პირველი შეხვედრა 39 ქულით ჰქონდათ მოგებული და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ამ უპირატესობის მეორე მატჩში შენარჩუნება მართებდათ. ზესტაფონელები 3 პერიოდის მანძილზე იგებდნენ, რის შემდეგაც “ოლიმპმა” ლიდერობა მოიპოვა და გამარჯვებამდე დამაჯერებლად მივიდა. ოლიმპელთაგან 19 ქულით ბომბარდირი გახდა კახა ჯინჭარაძე, ხოლო “ზესტაფონში” 33 ქულით საუკეთესო იყო დანიელ დუარტე.
“დინამო” და “ოლიმპი” მეოთხედფინალში არიან. მერვედფინალური სერიის დარჩენილი მატჩები 28 და 29 დეკემბერს გაიმართება.
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით