მოგეხსენებათ, თასის გათამაშებაში საპლეიოფო სერია 2 მატჩისგან შედგება. ანუ ითვლება არა მოგებები, არამედ 2 მატჩის შედეგად ჩაგდებული ქულები. პირველი მატჩი ვსა-მ (ვ. სანიკიძის აკადემია) 3 ქულით
ბორის პეტეს გაწვრთნილმა ვსა-მ უდიდესი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა, როცა მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე 4:30 წუთით ადრე 13 ქულით ჩამორჩენილმა თამაში ოვერტაიმში გადაიყვანა. თუმცა აკადემიელებს თამაშის დამატებით დროში გადასაყვანად ანგარიშის გათანაბრება არ დასჭირვებია. როგორც გითხარით, პირველ მატჩში მოგებული 3 ქულა ვსა-ს მარაგში ჰქონდა და ოვერტაიმის ზღვარი სწორედ 3 ქულაზე გადიოდა.
საშა ვუკსანოვიჩის, დავით კაუშაძისა და კამერონ ვორენსის შედეგიანობით თბილისურმა გუნდმა 10:0 გაქცევა მოაწყო და ბოლო წუთისთვის ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა – 76:79. აკადემიელებს მეტიც შეეძლოთ, თუმცა ოთარ პერტაიას ბოლო წამებზე ნასროლი კალათში არ ჩაეშვა და ბათუმმა სწორედ იმდენი ქულით გაიმარჯვა, რამდენითაც პირველი მატჩი წააგო. დაინიშნა ოვერტაიმი, რომელშიც მასპინძლებმა დიდი ძალისხმევის შედეგად მოახერხეს სხვაობის გაზრდა და საბოლოოდ შეხვედრა 94:87 (სტატისტიკა) დასრულდა და ბათუმი მეოთხედფინალში გავიდა.
დღეს გამართულ მეორე სათასო მატჩში სუპერლიგის წარმომადგენელმა გურჯაანის დელტამ 88:73 (სტატისტიკა) დაამარცხა “ა” ლიგელი სოხუმი-საქართველო და მეოთხედფინალში ბათუმს შეუერთდა. გურჯაანელებმა 2 მატჩის ჯამში 48 ქულით იმარჯვეს.
GBF