დავიდ ლუისი: მე ვპატიობ სერხიო აგუეროს

AutoSharing Option
ინგლისის ასოციაციის თასის ნახევარფინალურ მატჩში "ჩელსისა" და "მანჩესტერ სიტის" შორის ინციდენტი მოხდა მოედანზე.

"მანჩესტერ სიტის" არგენტინელი ფორვარდი სერხიო აგუერო ორი ფეხით წავიდა ბრაზილიელ დავიდ ლუისზე და კინაღამ სერიოზულად დააშავა ის.

საოცარია, მაგრამ აგუერო დასჯას გადაურჩა, თუმცა ალბათ მომავალში დისკვალიფიკაციას მიიღებს.

თავად დაზარალებულმა კი აღნიშნა, რომ აგუეროს საქციელს პატიობს:

"აგუერო ძალიან კარგი ფეხბურთელია. უბრალოდ, ის რომ თავის თავთან მართალი იყოს, უნდა თქვას, რომ ასეთი რამ არ არის მისი სტილი. ჩემი აზრით, ეს იყო მძვინვარების ხუთწამიანი მონაკვეთი, რო
მელიც მალევე გავიდა. ასე რომ, მე მას ვპატიობ
", - განაცხადა დავიდ ლუისმა.

ასევე იხილეთ:
ასოციაციის თასი. 1/2-ფინალები: ფინალი ლონდონელების გარეშე [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული