მსოფლიოს ჩემპიონატის გახსნითი მატჩის მასპინძელი სტადიონი მაისამდე მზად არ იქნება

AutoSharing Option
ფიფაში განმარტეს, რომ სან პაულუს სტადიონზე, სადაც ბრაზილის 2014 წლის მუნდიალის გახსნითი მატჩი უნდა ჩატარდეს, სარემონტო სამუშაოები მაისამდე ვერ დასრულდება.

აღნიშნული სარემონტო სამუშაოების გაჭიანურების შესახებ ცნობა დაადასტურა ფიფას გენერალურმა მდივანმა ჯერომ ვალკემ და განაცხადა, რომ სტადიონი 15 მაისამდე მზად არ იქნება.

"სან პაულუში, მსოფლიოს ჩემპიონატის გახსნით მატჩამდე 104 დღით ადრე, სტადიონი ჯერ მზად არ არის,"
- განუცხადა ველკემ ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, რომ "იტაკერაოზე" სარემონტო
სამუშაოები პირველად ნოემბერში შეფერხდა, როდესაც ამწე ჩამოინგრა და ორი მუშა დაიღუპა, თუმცა ფიფაში იმედი ჰქონდათ, რომ სარეკონსტრუქციო სამუშაოები აპრილის შუა რიცხვებისთვის დასრულდებოდა.

ვალკემ თავის მხრივ დაამატა, რომ სან პაულუსა და კურიტიბას სტადიონებზე სარემონტო სამუშაოები ყველაზე გვიან მთავრდება იმ 12 სტადიონს შორის, რომლებიც ბრაზილიაში  2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩებს მასპინძლობენ.

აქვე გეტყვით, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის გახსნითი მატჩი 12 ივნისს, ბრაზილიის ქალაქ სან პაულუში ჩატარდება და აღნიშნულ შეხვედრაში ერთმანეთს ბრაზილიისა და ხორვატიის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

მომზადებულია sportsillustrated.cnn-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული