ირლანდიაში პრესამ ხმა აიმაღლა: სადამდე უნდა ვითმინოთ ტრაპატონის სისულელეები?

AutoSharing Option
გერმანიასთან 1:6-ის შემდეგ მთელი ირლანდია ნაბახუსევია. დუბლინურმა გაზეთებმა თავიანთი ნაკრების სამარცხვინო წაგებას ისეთი სათაურები უძღვნეს, როგორებიცაა: "სირცხვილის ღამე", "კოშმარი" და "ჰორორ-შოუ".

ირლანდიელები 73 წლის იტალიელ სპეციალისტს აღარ ენდობიან...

მართალია, დუბლინში და ზოგადად, ირლანდიაში ტრაპატონი უყვართ, რადგან მის პრესკონფერენციებზე ყოველთვის ხალისობენ და ზოგადად, ჯოვანი დადებითი პიროვნებაა, მაგრამ მთელი საფეხბურთო ირლანდია მიიჩნევს, რომ ტრაპი მათ ნაკრებს ვეღარაფერს შემატებს.

"ტრაპის სისულელეებს სხვა არც ერთი ქვეყანა არ მოითმენდა. რატომ ვითმენთ ჩვენ?" - წერდა გაზეთი "ჰერალდი" ჯერ კიდევ გერმანიასთან მატჩამდე.

ბუნდესგუნდთან განადგურების შემდეგ კი ირლანდიელი
ექსპერტები უკვე დარწმუნებულები არიან იმაში, რომ ტრაპატონის დღეები მათი ეროვნული გუნდის პოსტზე დათვლილია.

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ტრაპს ჰკითხა, რატომ წვალობთ, რატომ არ გადიხართ პენსიაზეო, რაზეც ჯოვანიმ ასე უპასუხა:

"თუ ფიქრობთ, რომ ამას ფულის გამო ვაკეთებ, ცდებით! ეს საქმე მიყვარს და ვფიქრობ, არც ისე ბებერი ვარ, რომ შევეშვა...

რატომ წავაგეთ გერმანიასთან დიდი ანგარიშით? იმიტომ, რომ იოახიმ ლიოვის გუნდი ფიფას რეიტინგში მეორე ადგილზეა!

იმიტომ, რომ გერმანიის ნაკ
რების ფეხბურთელები გრანდებში, უმაღლეს დონეზე თამაშობენ და ჩემპიონთა ლიგის მუდმივი მოთამაშეები არიან."

ასეა თუ ისე, ირლანდიის ნაკრებმა ჯგუფში მხოლოდ პირველი თამაში წააგო და ისიც ფავორიტ გერმანიასთან.

უბრალოდ, 1:6 ჟღერს სამარცხვინოდ, თორემ ტრაპის გუნდს, რა თქმა უნდა, აქვს მეორე ადგილზე გასვლის შანსი, მაგრამ ჯოვანის გუნდი სამშაბათს ფარერებს ხვდება და თუ ტრაპმა აუტსაიდერთან ვერ მოიგო...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული