"თუ საფრანგეთთან მატჩში საუკეთესო თამაშს არ ვაჩვენებთ, საბოლოოდ გამარჯვება მეტოქეს ერგება. ეს ზუსტად ასეა. საფრანგეთთან გასული მატჩების შედეგების იმედად ყოფნა არ გამოგვადგება. არც იაპონიასთან მატჩში მათ წარუმატებლობაზე ფიქრი წაგვადგება.
მუნდიალზე მოხვედრისთვის ბრძოლაში საფრანგეთის ნაკრები ჩვენი მთავარი მეტოქეა. ის, რომ ისინი ევროპის ჩემპიონატზე დავამარცხეთ, არაფერზე მეტყველებს და არანაირ უპირატესობას არ გვაძლევს. ამასთან, მათ მწვრთნელი შეეცვალათ და ახალი მოთამაშეები ჰყავთ", - განაცხადა ინიესტამ.
ასევე იხილეთ:
დიდიე დეშამი: